EN GE RU 
 
 
სიახლეები  
Boutique Business Law Firm
 
 
 
BLB წარმოადგენს საქართველოში მაიკროსოფტის კორპორაციას

BLB მოხარულია, განაცხადოს, რომ ის მაიკროსოფტ კორპორეიშენმა დაიქირავა ადგილობრივ იურიდიულ მრჩევლად საქართველოში. მაიკროსოფტი არის მსოფლიოს უდიდესი მულტინაციონალური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ავითარებს, აწარმოებს, ლიცენზიებს გასცემს, მხარდაჭერას უწევს და ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს, სამომხმარებლო ელექტრონიკას და პერსონალურ კომპიუტერებსა და სერვისებს. 
მაიკროსოფტის საბოლოო მიზანი საქართველოში, რომელიც პირატული პროგრამის გამოყენების მაღალი პროპორციის ქვეყნებს შორისაა, არის მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აქტიური დაცვა პირატული პროგრამების გავრცელების შესამცირებლად. 

პირატული პროგრამების შემცირების კამპანიის ფარგლებში, 2015 წლის მარტის თვეში, საქართველოს მთავრობამ გადადგა მთავარი ნაბიჯი მაიკროსოფტთან მემორანდუმის გაფორმებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა სახელმწიფო ორგანო გამოიყენებს მაიკროსოფტის მიერ ლიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს.

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მისიით, მაიკროსოფტი იღვწის მაღალი ეთიკური, სამართლებრივი და ბიზნეს სტანდარტების დასანერგად. ჩვენ, BLB-ში, ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ კომპანიას ამ პროცესში. ამ ეტაპისთვის, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მაიკროსოფტის სახელით წარმოებული უფლების დაცვის ყველა პროცედურა, რითიც შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყანაში პირატული პროგრამების გავრცელების შემცირების პროცესში.

მაიკროსოფტს მომსახურებას უწევს BLB-ს მიერ შერჩეული სპეციალური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს მმართველი პარტნიორი ბ–ნი კახა შარაბიძე, რომელიც არის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მთავარი ავტორი.

 
ციტატები
"კახა შარაბიძე ცნობილია მისი გამოცდეილებით საერთაშორისო ტრანზაქციების ფართო სპექტრში, მათ შორის კორპორაციების შესყიდვები, ფინანსირება, კორპორაციული სამართალი და უძრავი ქონება. "მისმა ცოდნამ და გამოცდილებამ გამაოცა", ერთ-ერთი კლიენტი აცხადებს. "
The Chambers Global


"ინტერვიუების დროს კლიენტების ახასიათებენ BLB-ს, როგორც პრაგმატულ და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ კომპანიას. "
The Chambers Europe


"ბიზნეს სამართლის აღიარებული ბუტიკი."
The Chambers and Partners


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge