EN GE RU 
 
 
სიახლეები  
Boutique Business Law Firm
 
 
 
BLB-ს აშშ-ს კვალიფიკაციის მქონე იურისტი შემოუერთდა

BLB-ს აშშ-ს კვალიფიკაციის მქონე იურისტი შემოუერთდა. ამ გზით BLB კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მზადყოფნას, მუდმივად დააკმაყოფილოს ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტების სამართლებრივი საჭიროებები. თორნიკე (თოკა) ბოლქვაძე თავისი მნიშვნელოვანი გამოცდილებით, BLB-ის Of Counsel-ის პოზიციით  შემოუერთდა. 

ბ-ნი ბოლქვაძე, რომელმაც იურიდიული კარიერა BLB-ში დაიწყო, უბრუნდება კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წლის მანძილზე აკადემიური და კარიერული მიზნების მიღწევისა და წამყვან ამერიკულ და საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში განსაკუთრებული გამოცდილების მიღების შემდგომ.

ბ-ნმა ბოლქვაძემ კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისგან მიიღო იურის დოქტორის (J.D.) ხარისხი და წარმატებით ჩააბარა ნიუ-იორკისა და ნიუ ჯერსის ადვოკატთა სასერტიფიკაციო გამოცდები. კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ, ბ-ნი ბოლქვაძე მუშაობდა კორპორაციული და ფასიანი ქაღალდების იურისტის პოზციაზე Sullivan & Cromwell LLP და Simpson Thacher & Bartlett LLP-ში. ამ საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში, ბ-ნი ბოლქვაძე მუშაობდა არაერთ ტრანზაქციზე, რაც უკავშირდებოდა საფონდო ბირჟებს, კორპორაციულ შერწყმისა და ფინანსურ გარიგებებს წამყვანი საინვესტიციო ბანკებისა და მულტი-ეროვნული კორპორაციების წარმომადგენლობით. მან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო ვენჩურული კაპიტალის გარიგებებში და წარმოადგენდა საწყის, განვითარებად და ვენჩურულად მხარდაჭერილ კომპანიებს, ვენჩურული კაპიტალის ფონდებს, კერძო კაპიტალის ფონდებს და ბიზნეს-ანგელოზებს სხვადასხვა კაპიტალის და სასესხო ფინანსირების, შერწყმისა და შეძენის, კომპანიათა ფორმირებისა, სტრუქტურირების და სხვა კორპორაციულ ტრანზაქციებში.

ახალი კოლეგის დახვედრის აღსანიშანვად, ფირმის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ განაცხადა: „ჩვენ მნიშვნელოვნად ვფართოვდებით აშშ-ში კვლაფიცირებული იურისტის გუნდში მიღებით. თოკას გამოცდილება წამყვან ამერიკულ იურიდიულ ფირმებში შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უფრო კომპლექსური შედარებითი ანალიზი და კონსულტაცია საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში, რაც მოიცავს აშშ-ს ფედერალურ და ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობის პერსპექტივასაც. ჩვენი შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ ასეთი წარმატებული ახალგაზრდა პროფესიონალები წარმოაჩენს ჩვენს მონდომებას, რომ დავაკმაყოფილოთ კლიენტთა მოლოდინები.“

თოკა ბოლქვაძე ორიენტირებულია ზოგადი კორპორაციული, ტრანზაქციული და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის მიმართულებით პრაქტიკაზე და წარმოადგენს კლიენტებს სასესხო და კაპიტალით ფინანსირების ტრანზაქციებში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულაციური შესაბამისობის უზრუნველყოფაში, ბიზნესის ფორმირებაში, კერძო კაპიტალის და ვენჩურული კაპიტალის გარიგებებში, შერწყმისა და შეძენის და ინვესტიციების დახურვის, კორპორაციული მართვის საკითხებსა და სხვა ზოგადი კორპორაციული და ტრანზაქციული მიმართულებით.

კითხვაზე თუ რატომ აირჩია BLB, ბ-ნმა ბოლქვაძემ განაცხადა „BLB-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული საერთაშორისო კლიენტურა ქართულ იურიდიულ ფირმებს შორის. მე მომხიბლა ფირმის მონდომებამ, რომ დანერგოს დასავლური იურიდიული სამუშაო ეთიკა და პროდუქტის მიწოდების უმაღლესი სტანდარტები. ამასთან, BLB არის ინოვაციური ბუტიკ იურიდიული ფირმა, სადაც უზრუნველყოფილია საუკეთესო ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. კომპანიას აქვს უნიკალური უნარი, რომ მოახდინოს მაღალ ხარისხიანი იურიდიული სერვისის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის“. 

 
ციტატები
"კახა შარაბიძემ მოიპოვა მთელი ქართული ბაზრის დამსახურებული პატივისცემა, რომელიც აღიარებს მის შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და ცოდნას და აფასებს მას როგორც „მას აქვს დიდი გამოცდილება ქართული სამართლის თითქმის ყველა სექტორში“. წყაროები ასევე უსვამენ ხაზს მის საერთაშორისო ცოდნასა და კავშირებს. "
The Chambers Europe


"დიდი ხნის მანძილზე აღიარებული სახელი ქართულ იურიდიულ ბაზარზე, კახა შარაბიძე შეფასებულია როგორც „შესანიშნავი იურისტი“. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროა ბიზნეს სამართალი, მათ შორის ტრანზაქციული მხარდაჭერა."
The Chambers and Partners


"კომპაქტური ფირმა, რომელიც უწევს კომპლექსურ დახმარებას მსხვილ ადგილობრივ და რეგიონულ კომპანიებს, აწვდის კონსულტაციებს ქართულ კანონმდებლობასა და რეგულაციებზე, ეხმარება დოკუმენტაციის მომზადებასა და სამართლებრივ შემოწმებაში."
The Chambers Europe


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge