EN GE RU 
 
 
სიახლეები  
Boutique Business Law Firm
 
 
 
BLB-იმ Microsoft Corporation-ს ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ დავაში გამარჯვება მოუტანა

BLB-იმ თავის კლიენტს, Microsoft Corporation-ს („Microsoft“) მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ დავაში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის („კომპანია“) წინააღმდეგ.

დავა შეეხებოდა კომპანიის მიერ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ულიცენზიო გამოყენებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს პირველ პრეცედენტს, როდესაც საავტორო უფლების დამრღვევს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ულიცენზიო გამოყენებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაარღვია Microsoft-ის საავტორო უფლებები Microsoft Windows Operating System და Office-ის აპლიკაციების უნებართვო გამოყენების გზით. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლომ კომპანიას დააკისრა ვალდებულება Microsoft-ს გადაუხადოს კომპენსაცია მის ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში უნებართვოდ ჩაწერილი Microsoft-ის თითოეული პროგრამის საბაზრო ღირებულების ათმაგი ოდენობით. სადაზღვევო კომპანიას დაეკისრა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება Microsoft-ის სასარგებლოდ.

Microsoft რამდენიმე წელია აწარმოებს აქტიურ კამპანიას საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ, BLB-ის გუნდი ვხელმძღვანელობთ Microsoft-ის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ღონისძიებებს და მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვისა და აღსრულების სისტემის გაუმჯობესებას მოემსახურება, ასევე გამოიწვევს საქართველოში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შემთხვევების შეუქცევად შემცირებას.

Microsoft-სა და სადაზღვევო კომპანიას შორის არსებული პრეცედენტული დავა ფართოდ გაშუქდა მედიის საშუალებით, საქმემ ასევე მიიპყრო BSA | Business Software Alliance-ის ყურადღება. BSA ინოვატორი კომპანიების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და განხორციელებას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სფეროში. BSA-ის მიერ გავრცელებული სტატიის ხილვა შესაძლებელია აქ.

 

 
ციტატები
"დიდი ხნის მანძილზე აღიარებული სახელი ქართულ იურიდიულ ბაზარზე, კახა შარაბიძე შეფასებულია როგორც „შესანიშნავი იურისტი“. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროა ბიზნეს სამართალი, მათ შორის ტრანზაქციული მხარდაჭერა."
The Chambers and Partners


"ბიზნეს სამართლის აღიარებული ბუტიკი."
The Chambers and Partners


"კახა შარაბიძე ცნობილია მისი გამოცდეილებით საერთაშორისო ტრანზაქციების ფართო სპექტრში, მათ შორის კორპორაციების შესყიდვები, ფინანსირება, კორპორაციული სამართალი და უძრავი ქონება. "მისმა ცოდნამ და გამოცდილებამ გამაოცა", ერთ-ერთი კლიენტი აცხადებს. "
The Chambers Global


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge