EN GE RU 
 
 
 
Boutique Business Law Firm
 
 
 

Business Legal Bureau (BLB) უკვე 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ და წამყვან იურიდიულ ფირმას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია არის ყველაზე ძველი იურიდიული ფირმა, რომელიც სპეციალიზდება ბიზნეს სამართლის ყველა მიმართულებით. BLB-ს კლიენტებს შორის არიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ფართო მასშტაბიან საერთაშორისო ტრანზაქციებსა და საინვესტიციო პროექტებში ჩართული ფინანსური ინსტიტუტები და ინდივიდუალური ინვესტორები.

ჩვენი გუნდის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ცოდნა და მრავალი წლის მანძილზე სამართლის სხვადასხვა დარგში დაგროვილი გამოცდილება. ამასთანავე, BLB-ის მომსახურებით კლიენტთა კმაყოფილებას განაპირობებს BLB-ის პარტნიორების უშუალო ჩართულობა გარიგებების ყველა ეტაპზე. 

კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, BLB რჩევებს გასცემს საკითხის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ასევე ბიზნესის ჭრილში, სიღრმისეული შესწავლის საფუძველზე.

ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ვიყოთ კლიენტთა არჩევანი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს გარიგებებისა, რთული სამართლებრივი საკითხებისა და კრიტიკული დავების მოგვარებაში. 

BLB-ს აქვს ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ კომპანია Tulloch & Co, Solicitors-სთან, ლონდონში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ კლიენტებს იურიდიული კონსულტაცია გავუწიოთ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით მოწესრიგებულ ბიზნეს ტრანზაქციებთან დაკავშირებით.

 
ციტატები
"შესანიშნავი მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის ხელმძღვანელობით, ფართოდ აღიარებული BLB-ს (Business Legal Bureau) აქვს საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში წარმომადგენლობის დიდი გამოცდილება."
The Legal 500


"კომპაქტური ფირმა, რომელიც უწევს კომპლექსურ დახმარებას მსხვილ ადგილობრივ და რეგიონულ კომპანიებს, აწვდის კონსულტაციებს ქართულ კანონმდებლობასა და რეგულაციებზე, ეხმარება დოკუმენტაციის მომზადებასა და სამართლებრივ შემოწმებაში."
The Chambers Europe


"ინტერვიუების დროს კლიენტების ახასიათებენ BLB-ს, როგორც პრაგმატულ და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ კომპანიას. "
The Chambers Europe


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge