EN GE RU 
 
 
რეიტინგი და აღიარებები  
Boutique Business Law Firm
 
 
 
BLB IFLR 1000-ის რეიტინგში
The IFLR 1000-ის, მსოფლიოს წამყვანი ფინანსური და კორპორაციული იურიდიული ფირმებისა და იურისტების ერთ-ერთი მთავარი გზამკვლევის რეიტინგით, BLB ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმაა საქართველოში. BLB-ის ორი პარტნიორი კახა შარაბიძე და მაია მწარიაშვილი გამოცემის მიერ დასახელებული არიან, როგორც სქართველოში წამყვანი იურისტები.
BLB ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს Chambers and Partners-ის საერთაშორისო რეიტინგში
Chambers and Partners-ის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით BLB ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ქართულ იურიდიულ ფირმებს შორის. გამოცემის მიხედვით, BLB თავისი ფართო გამოცდილების დემონსტრირებას ახდენს კომპლექსურ ფინანსურ გარიგებებში, მისი მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე ბაზარზე არსებული კომენტატორების მიერ აღიარებულია ბიზნეს სამართალში თავისი დიდი გამოცდილებისთვის. 
Microsoft Corporation-მა BLB-ის გადასცა პრემია Award for Excellence
Microsoft Corporation-მა BLB-ის გადასცა პრემია Award for Excellence, BLB-ის მიერ Microsoft Corporation-ის საავტორო უფლებათა დაცვაში განხორციელებული კონტრიბუციისა და საქართველოში საავტორო უფლებათა აღსრულების პირველი და ყველაზე წარმატებული კამპანიისთვის. BLB გახლავთ ერთადერთი კომპანია, რომელმაც მოიპოვა ჯილდო Star Achievement კატეგორიაში Microsoft Corporation-ის სამართლებრივი მრჩევლების ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც 2016 წელს ვილნიუსში გაიმართა.
Legal 500-მა BLB წამყვან იურიდიულ ფირმად დაასახელა
BLB-მ საუკეთესო შეფასებები მიიღო The Legal 500-ის 2016 წლის გამოცემაში. კომპანია ინარჩუნებს პოზიციას, როგორც წამყვანი იურიდიული ფირმა იურიდიული სერვისების მიწოდებაში. გამოცემის მიხედვით, „შესანიშნავი მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის ხელმძღვანელობით, ფართოდ აღიარებულ BLB-ს აქვს საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება“.  
IFLR 1000 BLB-ს ასახელებს საქართველოს წამყვან იურიდიულ ფირმებს შორის
BLB-ს შედეგები 2016 წლის IFLR1000-ის რეიტინგში კიდევ ერთი დემონსტრაციაა კომპანიის წარმატების საქართველოში ქართულ იურიდიულ ფირმებს შორის წამყვანი პოზიციის შენარჩუნებით. BLB-ს მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე არის დასახელებული წამყვანი იურისტი საქართველოში რამდენიმე პრაქტიკის სფეროში: საბანკო სამართალი, შერწყმა & რეორგანიზაცია, პროექტების ფინანსირება.  
BLB Chambers Europe-ს რეიტინგში
Chambers Europe-მა BLB საქართველოს წამყვან იურიდიულ ფირმებში დაასახელა. Chambers Europe 2016-ის და ჩვენი კლიენტების მიხედვით, BLB წარმოადგენს აღიარებულ ბიზნეს სამართლის „ბუტიკს“, რომელსაც აქვს ქართული ბიზნეს გარემოს დიდი პრაქტიკული ცოდნა და გამოსავალზე ორიენტირებული, ეფექტური კონსულტაციების გაწევის უნარი. Chambers Europe-ს რეიტინგის მიხედვით, BLB-ს მმართველი პარტნიორი 2007 წლიდან ქართულ იურიდიულ ბაზარზე საყოველთაო აღიარებით სარგებლობს.   
 
ციტატები
"დიდი ხნის მანძილზე აღიარებული სახელი ქართულ იურიდიულ ბაზარზე, კახა შარაბიძე შეფასებულია როგორც „შესანიშნავი იურისტი“. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროა ბიზნეს სამართალი, მათ შორის ტრანზაქციული მხარდაჭერა."
The Chambers and Partners


"კახა შარაბიძე ცნობილია მისი გამოცდეილებით საერთაშორისო ტრანზაქციების ფართო სპექტრში, მათ შორის კორპორაციების შესყიდვები, ფინანსირება, კორპორაციული სამართალი და უძრავი ქონება. "მისმა ცოდნამ და გამოცდილებამ გამაოცა", ერთ-ერთი კლიენტი აცხადებს. "
The Chambers Global


"შესანიშნავი მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის ხელმძღვანელობით, ფართოდ აღიარებული BLB-ს (Business Legal Bureau) აქვს საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში წარმომადგენლობის დიდი გამოცდილება."
The Legal 500


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge