COVID-19 რესურს ცენტრი

COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა წარმოქმნის გამოწვევებს ოჯახებისა და ბიზნესისთვის როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. ამ პროცესში ჩვენ გთავაზობთ უახლესი სამართლებრივი რეგულაციების, სიახლეების, ინსტრუქციების, ანალიზის და რესურსების ცენტრალიზებულ ბაზას, რაც ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას უპასუხოს პანდემიასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებს. 

COVID-19 რესურს ცენტრი

ჩვენ შევქმენით COVID-19 რესურს ცენტრი, რათა წვდომა მოგცეთ უახლეს რეგულაციებსა და სამართლებრივ სიახლეებზე. 

  1. საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ
  2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი №1 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება № 1 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
  4. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე
  5. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის დამტკიცების თაობაზე
  6. საქართველოოს მთავრობის განკარგულება №164 საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
  7. საქართველოს მთავრობის დადგენილება №180 ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ
  8. საქართველოს მთავრობის დადგენილება №181 საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
  9. საქართველოს მთავრობის განკარგულება №529 ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
  10. საქართველოს მთავრობის დადგენილება №177 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ
  11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-31/ნ იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ
  12. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №74 საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
  13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №518 ბრძანება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებისა და საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
  14. საქართველოს პრეზიდენტის N2 ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
  15. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანების დამტკიცების თაობაზე
  16. საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
  17. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

COVID-19 BLB-ის ანალიზი

ჩვენ გთავაზობთ BLB-ის პარტნიორთა ანალიზის სერიებს პანდემიით გამოწვეულ სამართლებრივ სირთულეებთან დაკავშირებით.

რუსუდან მაისურაძე: ხელშეკრულება უნდა შესრულდეს? სახელშეკრულებო ვალდებულებები და საგანგებო მდგომარეობა, როგორც ფორს-მაჟორი

მაია მწარიაშვილი: შეეძლო თუ არა პრეზიდენტს დაედგინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის

მაია მწარიაშვილი: რა შემთხვევაში დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის?

კახა შარაბიძე: კანონი, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება, ინვესტიციების ნაციონალიზაციასა და კონფისკაციას ითვალისწინებს

COVID-19 TaskForce

COVID-19-ის სწრაფი გავრცელება ზეგავლენას ახდენს ჩვენს კლიენტებზე, მათ თანამშრომლებსა და ბიზნესის ოპერირებაზე. ჩვენ მობილიზება გავუკეთეთ ჩვენი ფირმის იურისტებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში უპასუხებენ ჩვენი კლიენტების წინაშე არსებულ სამართლებრივ სირთულეებს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი COVID19TaskForce@blb.ge, სადაც პანდემიასთან დაკავშირებულ კითხვებს ვპასუხობთ პრიორიტეტულად.