BLB-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა OPIC-თან კვლავ გრძელდება

BLB-ის გუნდი წარმოადგენს უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC) 29 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებაში, Marriot Tbilisi Hotel-ის, Marriot Courtyard Hotel-ის და GMT Plaza-ს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.

Marriot-ის ქსელის სასტუმროების საქართველოში განვითარებასთან დაკავშირებით, BLB 1996 წლიდან წარმოადგენს OPIC-ს ფინანსირების გარიგებებში. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის სამართლებრივი დახმარებით მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველი, მერიოტის მოქსის სასტუმროს პროექტის განხორციელება.