საქართველოში ერთერთი უმსხვილესი ინვესტორი, APM Terminals თავის სამართლებრივ წარმომადგენლად უცვლელად ირჩევს BLB-ს

2011 წლიდან, BLB სრულ სამართლებრივ მომსახურებას უწევს სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს (PSPC) და მის ერთადერთ აქციონერს, APM ტერმინალებს.

სტრატეგიული მდებარეობის გამო, ფოთის საზღვაო ნავსადგური არის ყველაზე დიდი პორტი საქართველოში, რომელიც ასრულებს ევროპული კარიბჭის როლს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშირისო ვაჭრობისთვის და აქვს იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა, რათა იქცეს ცენტრალური აზიის ვაჭრობის ცენტრად. 

მსოფლიოს მასშტაბით, 69 ქვეყანაში არსებული 72 მოქმედი პორტითა და სატერმინალო ინფრასტრუქტურით, APM ტერმინალები წარმოადგენს გლობალურ სატერმინალო ქსელს.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუძღვებით ფოთის საზღვაო ნავსადგურის უდიდეს კორპორაციულ გარიგებებს და წარმოვადგენთ მას მაღალი მნიშვნელობის სასამართლო კომერციულ დავებში.