ჩვენი გუნდისთვის პატივია იყოს Microsoft Corporation-ის სამართლებრივი ინტერესების წარმომადგენელი საქართველოში

2015 წელს, მაშინ როდესაც ჩვენმა გუნდმა Microsoft Corporation-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამოქალაქო სამართალწარმოების გზით დასაცავად პირველი კამპანია დაიწყო, კომპიუტერული პროგრამების პირატული გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში დაახლოებით 90% იყო.

უპრეცედენტო ნაბიჯების შედეგად, ექვს თვეზე ნაკლებ დროში, BLB-მ უფლებათა დაცვისათვის განხორციელებული ღონისძიებები 100%-იანი წარმატებით განახორციელა.

ჩვენ ვგეგმავთ კომპიუტერული პროგრამების პირატული გავრცელების მასშტაბის შემცირებას საქართველოში და ვამაყობთ, რომ BLB-ს წარმატებული კამპანიის შედეგები, მოკლე დროში უკვე თვალნათლივ წარმოჩინდა.