მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ ახალი იურისტები

მარიამ ვაშაკიძე, რომელმაც იურიდიულ ფირმა “J&T Consulting”-სა და შემდეგ, საქართველოს რკინიგზაში მუშაობისას მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება დააგროვა, იურისტის პოზიციაზე შემოუერთდა BLB-ს. სანამ ჩვენი გუნდის წევრი გახდებოდა, ნიკო დათეშიძე, რომელიც BLB-ში ამჟამად იურისტის პოზიციას იკავებს, მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრში. მისი ღრმა ცოდნა ქართული და ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა გააძლიერებს ჩვენი სამართალწარმოების გუნდის შესაძლებლობებს.  

 

თენგო მღებრიშვილი და ლოლა აბსანძე შემოუერთდებიან BLB-ს უმცროსი იურისტის პოზიციებზე. თენგო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია სამართლის მიმართულებით, მაგისტრატურის გარკვეული ნაწილი კი მან ესპანეთში, კერძოდ კასტილა ლა მანჩას უნივერსიტეტში დაასრულა. BLB-ში მუშაობის დაწყებამდე მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა მედიაციასა და არბიტრაჟში ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ პროექტში, მურსიის უნივერსიტეტში. ლოლა აბსანძემ დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მიიღო ფასეული სამუშაო გამოცდილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტაჟიორობის გავლისას. ლოლამ BLB-ში სტაჟიორის პოზიციაზე ერთი წელი დაჰყო და ახლა, ჩვენს გუნდს უმცროსი იურისტის პოზიციაზე შემოუერთდა.


ნახე სხვა სიახლეები