ლოლა აბსანძე

უმცროსი იურისტი

absandze@blb.ge

ლოლა აბსანძე BLB-ის გუნდს 2021 წლის ივნისში შემოუერთდა უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

BLB-ის გუნდში შემოერთებამდე, ლოლამ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ერთ წლიანი სტაჟირებისას, თავდაპირველად სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ხოლო შემდგომ სისხლის საქმეთა პალატაში. სტაჟირების განმავლობაში ლოლა ახდენდა სასამართლო პრაქტიკის ანალიზს და ინტენსიურად იყო ჩართული გადაწყვეტილებების პროექტების შედგენაში.  2015-2016 წლებში ლოლამ გაიარა სტაჟირება BLB-ში, რამაც განაპირობა მისი შემდგომი თანამშრომლობა ჩვენს გუნდთან. სტაჟირების განმავლობაში, ლოლას ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ადგილობრივ კორპორაციებთან, მიეღო მნიშვნელოვანი გამოცდილება მსხვილ საერთაშორისო კომერციულ გარიგებებსა და დავებში.

ლოლამ დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის ფაკულტეტი, ხოლო ამჟამად სწავლობს ვილნიუსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში, ლოლა ესწრებოდა სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებს როგორც სტრასბურგში ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე ბრიუსელში ისეთ ინსტიტუტებში, როგორებიცაა ნატო, ევროპარლამენტი და ევროკომისია.

 

 

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი

პროექტების ფინანსირება

უზრუნველყოფები

დავების გადაწყვეტა

კონკურენციის სამართალი

შრომის სამართალი

პრივატიზება

განათლება

ბაკალავრის ხარისხი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, 2017

მაგისტრატურის სტუდენტი, ვილნიუსის უნივერსიტეტი