რუსუდან მაისურაძე

პარტნიორი

maisuradze@blb.ge

სანამ BLB-ის გუნდის წევრი გახდებოდა, რუსუდან მაისურაძემ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო სამოქალაქო სამართლის თითქმის ყველა მიმართულებით. მას აქვს 24 კომპანიისგან შემდგარი ჰოლდინგის იურიდიული მიმართულების, აგრეთვე, მსხვილი საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელობის პრაქტიკული გამოცდილება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი ხანგრძლივი პრაქტიკა საჯარო სექტორში. იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სამართლებრივი ასპექტების შემუშავებაში, ასევე, ვაჭრობის, ინვესტიციების განხორციელებისა და კონკურენციის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების შექმნაში და დამუშავებაში.

ანტიმონოპოლიური სამსახურის საკანონმდებლო ზედამხედველობის სამართველოს უფროსად მუშაობის და შემდგომში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფეპარტამენტის უფროსად მუშაობის  პერიოდში, ის მონაწილეობდა საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებისა და დახვეწის პროცესში. 

 

მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • რუსუდანმა წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
  • როგორც სს ლეგიას პარტნიორი, იგი მართავდა და სამართლებრივად უზრუნველყოფდა მსხვილი უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტებს 
  • იგი ახორციელებდა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ჯგუფში შემავალი 20-ზე მეტი კომპანიის სამართლებრივი მიმართულების  მენეჯმენტს
  • იგი სს თიბისი ბანკის მენეჯმენტის სამართლებრივი მრჩეველი გახლდათ სხვადასხვა სექტორში, როგორც კომპანიის უფროსი იურისტი

 

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი

ბანკები & კრედიტები

კაპიტალის ბაზრები

პროექტის ფინანსები

ევროკავშირის რეგულაციები

ბიზნესის & ადამიანის უფლებები

მედია სამართალი

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდები

განათლება

სამართლის მაგისტრი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა, 2019

IMD, ლიდერშიფის პროგრამა, 2020

პროექტის მენეჯმენტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, 2011

ევროპული სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1996