დავით ხაინდრავა

პარტნიორი

khaindrava@blb.ge

BLB-ის დაფუძნებამდე, დავით ხაინდრავა მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომერციული სამართლის დეპარტამენტის უფროს ექსპერტად. 

აქტიური იურიდიული პრაქტიკის პარალელურად დავითი ჩართული იყო საქართველოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ, თითქმის ყველა საკანონმდებლო აქტის შემუშავების პროცესში.

დავითს სიღრმისეული გამოცდილება გააჩნია ენერგეტიკის, კორპორატიულ, პრივატიზების, ერთობლივი საწარმოების შექმნის, უძრავი ქონების და სამშენებლო სფეროში.  იგი წარმოადგენდა როგორც კორპორატიულ, ისე კერძო პირებს. 

დავითი წარმოადგენს საგადასახადო და საბაჟო სამართლის ექსპერტს და კლიენტების ინტერესებს იცავს საქართველოს სასამართლოებსა და სახელმწიფო ორგანოებში. დავით ხაინდრავას გამოცდილება მოიცავს კლიენტების ინტერესების დაცვას შრომით, კორპორატიულ ურთიერთობებში, M&A ტრანზაქციებში, როგორც უზრუნველყოფილ ისე უზრუნველყოფის გარეშე განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებში და შეუძლია კლიენტებს გაუწიოს სრულყოფილი სამართლებრივი მომსახურება ბიზნეს ურთიერთობების ყველა მიმართულებით. 

მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • წარმოადგენს სს თბილავიამშენის ყოფილ აქციონერების ინტერესებს იცავს სასამართლოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ წარმართულ ქონების ექსპროპრიაციის საქმეში. 
  • ყოვლისმომცველ სამართლებრივ დახმარებას უწევს ტრანს კავკასიაში მოქმედი ბეტონის ამწეების მწარმოებელ ერთადერთ კომპანიას. 
  • სამართლებრივად უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონში მოქმედ უმსხვილესი შოკოლადების/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიის საქმეებს. 
  • IFLR 1000 მიერ აღიარებულია როგორც მაღალი შეფასების მქონე პროფესიონალი იურისტი.   

 

პრაქტიკა

სასამართლო დავების წარმოება

სამეწარმეო სამართალი

M&A

შრომითი სამართალი

საგადასახადო სამართალი

ტელეკომუნიკაციები

ენერგეტიკა

უძრავი ქონება

ინტელექტუალური საკუთრება

პრივატიზაცია

განათლება

სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი, 1995, წარჩინებით