თორნიკე (თოკა) ბოლქვაძე

Of Counsel

bolkvadze@blb.ge

თორნიკე (თოკა) ბოლქვაძე არის BLB-ს Of Counsel-ი. თოკამ თავისი იურიდიული კარიერა BLB-ში 2000 წელს, იურისტის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. 2002 წელს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა იურიდიული კარიერისა და განათლების მიღების გასაგრძელებლად. ამერიკულ და საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შემდგომ, თოკა BLB-ს 2016 წლის მარტში დაუბრუნდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ, თოკა მუშაობდა კორპორაციული და ფასიანი ქაღალდების იურისტის პოზაციაზე Sullivan & Cromwell LLP და Simpson Thacher & Bartlett LLP-ში. 

მან ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილება  მიიღო ვენჩურული კაპიტალის გარიგებებში ვენჩურული კაპიტალის კომპანია The Triana Group-ში, შემდგომში კი SorinRand LLP-ში მუშაობის დროს. ის წარმოადგენდა საწყის, განვითარებად და ვენჩურულად მხარდაჭერილ კომპანიებს, ვენჩურული კაპიტალის ფონდებს, კერძო კაპიტალის ფონდებს და ბიზნეს-ანგელოზებს სხვადასხვა კაპიტალის და სასესხო ფინანსირების, შერწყმისა და შეძენის, კომპანიათა ფორმირებისა, სტრუქტურირების და სხვა კორპორაციულ ტრანზაქციებში. 

თოკა ბოლქვაძე ორიენტირებულია ზოგადი კორპორაციული, ტრანზაქციული და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის მიმართულებით პრაქტიკაზე და წარმოადგენს კლიენტებს სასესხო და კაპიტალით ფინანსირების ტრანზაქციებში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულაციური შესაბამისობის უზრუნველყოფაში, ბიზნესის ფორმირებაში, კერძო კაპიტალის და ვენჩურული კაპიტალის გარიგებებში, შერწყმისა და შეძენის და ინვესტიციების დახურვის, კორპორაციული მართვის საკითხებსა და სხვა ზოგადი კორპორაციული და ტრანზაქციული მიმართულებით.

მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • გარდა საქართველოში იურიდიული პრაქტიკის კვალიფიკაციისა, მას აქვს ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში იურიდიული პრაქტიკის უფლება. 
  • მუშაობდა არაერთ კაპიტალის ბაზრებთან, M&A და ფინანსურ ტრანზაქციებზე; 
  • წარმოადგენდა ისეთ მსხვილ საინვესტიციო ბანკებსა მულტინაციონალურ კორპორაციებს, როგორიცაა Goldman Sachs, Morgan Stanley, UBS, Philips, Anheuser-Busch InBev, AT&T, Mars Corporation და Halliburton.

 

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი

კორპორატიული მმართველობა

კაპიტალის ბაზრები

M&A

ბანკები&ფინანსები

ვალისადა კაპიტალის დაფინანსების გარიგებები

ფასიანი ქაღალდები

კერძო კაპიტალი და ვენჩურული საწარმოები

განათლება

სამართლის ბაკალავრის ხარისხი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში, თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტი