ანა რეხვიაშვილი BLB-ის უფროსი იურისტია. ანა ჩვენ გუნდს 2013 წელს შემოუერთდა იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.
BLB-ში დასაქმებამდე ანა მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში საქართველოში, რა დროსაც მის მოვალეობებში შედიოდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ანალიზის მომზადება და პოლიტიკური წინადადებების შემუშავება. ანა ასევე ამზადებდა ანალიტიკურ კვლევებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტისათვის.
ანა საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო იმიტორებულ სასამართლო პროცესებსა და შეჯიბრებებში. ის გახლდათ Philip C. Jessup International Law Moot Court Competition-ის ეროვნული ჩემპიონი ზედიზედ 2 წლის განმავლობაში 2012 და 2013 წელს; სადაც მან მოიპოვა ეროვნული რაუნდების საუკეთესო ინდივიდუალური ორატორის სერტიფიკატი. ანა ასევე გახლდათ King’s College London-ის მიერ ორგანიზებული უცხოური ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის მონაწილე. 2014 წელს ანა იყო International Law Students Association-ისა და White & Case-ის მოხალისე და 2014 წელს ორგანიზება გაუწია Philip C. Jessup International Law Moot Court Competition-ის ეროვნულ რაუნდებს საქართველოში.
ანა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2016 წლიდან. 2020 წლიდან ანა არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი.
მნიშვნელოვანი მიღწევები:
კორპორატიული სამართალი
პროექტების ფინანსირება
ბანკები და კრედიტი
უზრუნველყოფები
დავების გადაწყვეტა
შრომის სამართალი
პრივატიზება
საზღვაო სამართალი
განათლება
მაგისტრის ხარისხი ბიზნეს სამართალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017
ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014