ნინო გოცირელი

იურისტი

gotsireli@blb.ge

ნინო გოცირელი BLB-ის გუნდს შემოუერთდა 2015 წლის ნოემბერში, იურისტის პოზიციაზე. 

BLB-მდე, ნინომ პროფესიული გამოცდილება მიიღო Dechert LLP, თბილისის ოფისში მუშაობისას. მან ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო სამშენებლო სამართლის სფეროში, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მუშაობისას. 

იურიდიულ პროფესიაში აქტიური პრაქტიკის პარალელურად, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხელმძღვანელობს თსუ-ს გუნდს, Willem C. Vis Moot-ში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და არბიტრაჟის შესწავლის ხელშეწყობა.

ნინო გოცირელი პარალელურად ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას და არის ასოციაციის Arbitration Initiative Georgia წევრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დავის ალტერნატიული მოგვარების სფეროს გაღრმავებასა და განვითარებას. ნინო მხარს უჭერს თბილისის ყოველწლიური Willem C. Vis Moot-ის თბილისის პრე-მუთის ჩატარებას საქართველოში და 2016 წლიდან მასში მონაწილეობს როგორც არბიტრი.  

სტუდენტური წლების განმავლობაში, ნინო აქტიურად მონაწილეობდა იურიდიული ფაკულტეტის სტუნდენტთათვის გამართულ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში, როგორებიცაა Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot, Jean-Pictet Competition in International Humanitarian Law, etc. იგი გახლდათ 2012 წლის  Philip C. Jessup International Law Moot Court Competition-ის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული გუნდის წევრი. 2013 წელს, Telders International Law Moot Court-ში მონაწილეობისას, იგი დაჯილდოვდა საუკეთესო ზეპირი არგუმენტისათვის. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2016 წლიდან. 

მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • Legal 500 გამომცემლობა ასახელებს როგორც “მომავალი თაობის იურისტი“ და „მომავალი თაობის პარტნიორი“.
  • სამართლებრივ დახმარებას უწევს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და მის  აქციონერს, APM Terminals-ს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტში. 
  • წარმოადგენს Microsoft Corporation-ს, საავტორო უფლებების დაცვის თაობაზე კომპანიის პირველ სასამართლო დავაში საქართველოში. ასევე იცავდა Sony Music Entertainment-სა and Warner Music-ის ინტერესებს საავტორო უფლებების დარღვევის თაობაზე დავაში. 

 

პრაქტიკა

ინტელექტუალური სამართალი

სამშენებლო სამართალი

სასამართლო დავების წარმოება

არბიტრაჟი

კორპორატიული სამართალი

რესტრუქტურიზაცია და გადახდისუუნარობა

M&A

უზრუნველყოფილი სესხის გარიგებები

პროექტის ფინანსირება

განათლება

მაგისტრის ხარისხი კერძო სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017, წარჩინებით

ბაკალავრის ხარისხი სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013

სასწავლო კურსი საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და დავების გადაწყვეტაზე, Pace University School of Law, 2014, წარჩინებით.