ლევან კირცხალია

იურისტი

kirtskhalia@blb.ge

ლევან კირცხალია 3 წელია რაც BLB-ის გუნდის წევრია.

თავდაპირველად ლევანი 2017 წლის ოქტომბერში შემოუერთდა ჩვენს გუნდს როგორც უმცროსი იურისტი და მალევე დაწინაურდა იურისტის პოზიციაზე. 

ჩვენს ფირმაში მუშაობის დაწყებამდე, ლევანმა არაერთი სტაჟირების პროგრამა გაიარა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პრესტიჟულ იურიდიულ კომპანიაში. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იგი სტაჟირებას გადიოდა საადვოკატო ბიუროში კორძახია & ჟღენტი. ლევანმა ასევე მრავალფეროვანი სამართლებრივი გამოცდილება შეიძინა 6 თვიანი სტაჟირების განმავლობაში, იურიდიულ ფირმა BLC-ში. 

ლევან კირცხალიამ 2017 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლის შეჯიბრებებში, ისეთი როგორებიცაა ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში (ვენა, ავსტრია 2016), ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული შეჯიბრი (ეროვნული რაუნდების ფინალისტი, 2017, თბილისი, საქართველო). ლევანი ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში, სადაც მან მოიპოვა „საუკეთესო სპიკერის“ წოდება. იგი გახლავთ კლიენტის კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრის ეროვნული რაუნდების გამარჯვებული, სადაც მან ასევე მოიპოვა „საუკეთესო იურისტის“ ინდივიდუალური წოდება.

მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • წარმოადგენდა და კონსულტაციას უწევდა Overseas Private International Corporation ("OPIC")-ს არაერთ პროექტში, მათ შორის ერთ-ერთი ქართული კომერციული ბანკის დაფინანსებასთან დაკავშირებით. 
  • წარმოადგენს და კონსულტაციას უწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) 90 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იმ პროექტის ფინანსირებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ჰიდროელექტროსადგურის სვანეთის რეგიონში მშენებლობას.
  • სრულმასშტაბიან იურიდიულ მომსახურებას უწევს ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ-ს, რომელიც ახორციელებს ინოვაციური და ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას თბილისში.

 

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი

სასამართლო წარმოება და არბიტრაჟი

უძრავი ქონება

პროექტის ფინანსირება

მიგრაციის სამართალი

განათლება

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, 2017, LL.B.