ზაზა ჯაფარიძე

პარტნიორი სასამართლო მიმართულებით

japaridze@blb.ge

წარმოადგენს BLB გუნდის წევრს 2018 წლიდან.

ზაზა ჯაფარიძემ, მისი მრავალმხრივი კარიერის განმავლობაში, შეიძინა კომპექსური სამართლებრივი გამოცდილება. 1996-1998 წლებში იგი მსახურობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ტექნიკის დეპარტამნეტის უფროსად. მოკლე პერიოდში, იგი დაინიშნა იგივე სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსად. 

ამ პერიოდში, ზაზა ჯაფარიძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საკანონმდებლო აქტების შექმნის, სისტემატიზაციისა და კოდიფიკაციის პროცესში, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის ნამდვილი ექსპერტი. იგი იყო სისხლის სამართლის კოდექსის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი. 

მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობასი ზაზა ჯაფარიძე მსახურობდა სხვადსხვა წარმატებულ იურიდიული ფირმაში, როგორიცაა, მიგრიაული და პარტნიორები, ზვიად კორძაძის საადვოკატო ოფისი და გაბუნია და პარტნიორები, ადვოკატად. 

BLB გუნდის წევრად გახდომამდე, ორი წლის განმავლობაში იგი მსახურობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს იურიდიული პრაქტიკის კვლევისა და განზოგადების დეპარტამენტის უფროს მრჩევლად. ასეთი მრავლისმომცველი გამოცდილების საფუძველზე ზაზა ჯაფარიძემ შეიძინა ქართული სასამართლო პრაქტიკის უნიკალური ანალიტიკური ცოდნა, რაც მას საშუალებას აძლევს მაღალკვალიფიციური, კომპლექსური სამართლებრივი კონსულტაცია და წარმომადგენლობა გაუწიოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • მის მიერ ქართული კანონმდებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა იუსტიციის მრჩებლის საპატიო წოდება
  • წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელ წევრს
  • უზრუნველყოფს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი, ერთერთი უმსხვილესი ბალტიისპირეთის საინვესტიციო კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვას და წარმოადგენს კომპანიას მშენებლობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში, რომლის ღირებულებაც აღემატება  მილიონ ლარს.

 

პრაქტიკა

არბიტრაჟი

სამართალწარმოება

გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული სამართალწარმოება

ფასიანი ქაღალდების სამართალწარმოება

ადმინისტრაციული სამართალწარმოება

სახელისუფლებლო კონტაქტები

M&A

შრომითი დავები და დასაქმება

უძრავი ქონება

მშენებლობა

ინტელექტუალური საკუთრება

პრივატიზაცია

განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი, 1994

სამართლის მაგისტრი