სამართლის
არქიტექტურა
1995-დან

BLB Lawyer

სერვისები

სასამართლოში წარმომადგენლობა

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს ფართე სპექტრის მომსახურებას სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში…

ბიზნესის ზოგადი სამართლებრივი მხარდაჭერა

BLB მისი მომსახურებით დაინტერესებულ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს სთავაზობს ფართე სპექტრის იურიდიულ მომსახურებას…

კრიპტოვალუტა/ბლოკჩეინი

საქართველოში ვირტუალური აქტივების შესახებ საკანომდებლო ჩარჩო ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, არსებული მუდმივად ცვალებადი…

სისხლის სამართალი

BLB ახორციელებს სისხლის სამართლებრივ პრაქტიკას პროცესის ორივე მხარის, დაზარალებულის და ბრალდებულის ინტერესებში…

კორპორატიული სამართალი

BLB-ის გუნდს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კორპორატიული სამართლის კუთხით. BLB-ის იურიდიული ოფისი უკვე მრავალი წელია საშუალო თუ მსხვილ კომპანიებს…

საგადასახადო სამართალი

BLB-ის გუნდი გთავაზობთ წარმომადგენლობას საგადასახადო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი კონსულტირებას გასწევს სხვადასხვა…

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს ფართე სპექტრის მომსახურებას სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი გუნდი წარმომადგენლობას ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებში.

BLB სასამართლოში წარმომადგენლობით დაინტერესებულ კლიენტებს სთავაზობს:

  • პოტენციური დავის პერსპექტივის ანალიზს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასების საშუალებით;
  • დავის მხარესთან მორიგების ფასილიტაციას;
  • სასამართლო წარმოების ინიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და დავის ინიცირებას;
  • სასამართლო დავაში საპასუხო სტრატეგიის განსაზღვრასა და შესაგებლის მომზადებას;
  • წარმომადგენლობას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.

ჩვენს გუნდს გააჩნია კომპლექსური სასამართლო საქმეების მართვის გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში. ჩვენი მომსახურება  მიმართულია სასამართლო წარმოების მაქსიმალურად ეფექტურად ორგანიზებისა და წარმართვისკენ.

BLB-ის სასამართლო წარმოების მიმართულება ჩვენს გუნდთან ერთად უკვე მრავალი წელია შეფასებულია და ერთ-ერთი წამყვანი პოზიციები უკავია ისეთ საერთაშორისო სარეიტინგო გამოცემებში, როგორიცაა Legal 500 და Chambers & Partners.

BLB მისი მომსახურებით დაინტერესებულ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს სთავაზობს ფართე სპექტრის იურიდიულ მომსახურებას, რაც ყოველდღიურად ბიზნესის ეფექტურად მართვას უზრუნველყოფს. BLB-ის გუნდი დაკომპლექტებულია იურისტებით, რომლებსაც მრავალფეროვანი გამოცდილება გააჩნიათ სამართლის ყველა იმ დარგში, რომელიც ბიზნეს საქმიანობის გამარტივებაში და მოგებაზე მაქსიმალურად ორიენტაციაში ეხმარება. 

ჩვენი მომსახურების ფარგლები შეუზღუდავად მოიცავს შემდეგს:

  • მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციები/რჩევები საჭიროების მიხედვით;
  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, კონტრაქტორ მხარესთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლობა, კონტრაქტორი მხარის შემოთავაზებული ხელშეკრულებების გადახედვა;
  • შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება და მართვა (არსებული შრომითი ხელშეკრულებების გადახედვა, რევიზია, შინაგანაწესის მომზადება და ა.შ.);
  • საჭირო ლიცენზია/ნებართვების მოპოვების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კომპანიის შიდა კორპორატიული საკითხების მოწესრიგება და მართვა;
  • სამართლებრივი ურთიერთობები ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში იურიდიული მხარდაჭერა;
  • საქმიანი/იურიდიული წერილების შედგენა;
  • შეთანხმებისამებრ სასამართლოში და კომერციულ არბიტრაჟში წარმომადგენლობა;
  • ინდუსტრიასთან რელევანტური ზოგადი სამართლებრივი მომსახურება.

საქართველოში ვირტუალური აქტივების შესახებ საკანომდებლო ჩარჩო ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, არსებული მუდმივად ცვალებადი საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ვირტუალური აქტივებით დაინტერესებულ თითოეულ არსებულ თუ პოტენციურ საწარმოს ესაჭიროება ამ სფეროს წამყვანი ექსპერტების მხარდაჭერა.

ჩვენს გუნდში არიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, რომლებსაც დეველოპერულ კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების კორპორაციებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. BLB აერთიანებს იურიდიულ ექსპერტიზისა და ბლოკჩეინის ცოდნის გამოცდილებას, რაც ჩვენს მომსახურებას მსგავსი ტიპის სხვა მომსახურებისგან გამოარჩევს.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • ვირტუალური აქტივების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესახებ არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან, მათ შორის ეროვნული ბანკის დირექტივებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საჭირო ლიცენზია/ნებართვების მოპოვების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ვირტუალური მომსახურების აქტივების პროვაიდერის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და სხვა ფინანსური ორგანიზაციების რეგისტრაცია, მართვა და საკანონმდებლო ანალიზი.

BLB ახორციელებს სისხლის სამართლებრივ პრაქტიკას პროცესის ორივე მხარის, დაზარალებულის და ბრალდებულის ინტერესებში, ჩვენი გუნდი ეწევა მათ კვალიფიციურ ადვოკატირებას.

BLB-ის მომსახურების ადრესატები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები/კომპანიები, რომლებიც ეწევიან ბიზნესს ეკონიმიკის სხვადასხვა სექტორში  და ფიზიკური პირები. უცხოელი კლიენტებისათვის სისხლის სამართლის მომსახურებას ვეწევით ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე.

BLB-ის მომსახურება მოიცავს:

  • საქმის მასალებისა და გარემოებების შესწავლას სავარაუდო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის მიზნით. ჩვენი გუნდი ამზადებს მასალებს საგამოძიებო ორგანოებისადმი მიმართვისათვის და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს  ამ ორგანოებს გამოძიების დაწყების  მოთხოვნით; ამ პროცესის შედეგად გამოძიების ორგანოებს უადვილდებათ დანაშაულის/მტკიცებულებების/ბრალდებულის იდენტიფიცირება, სწრაფი და ეფექტური გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა;
  • იურიდიული დასკვნების მომზადებას სავარაუდო დანაშაულთან, ბრალდებასთან, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;
  • კონსულტაციებს ბრალდებისა და გამოძიების შესაბამისი ორგანოების პრეტენზიების ირგვლივ პოზიციის სწორად ჩამოყალიბებისათვის;
  • სამართლებრივ დახმარებას/წარმომადგენლობას ნებისმიერი სტატუსით გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში;
  • წარმომადგენლობას/დაცვას სისხლის სამართალწარმოების პროცესის ყველა სტადიაზე;

ჩვენი გუნდი კომპლექსურად იცავს BLB-ის კლიენტების უფლებებს, კერძოდ, სისხლის სამართალწარმოების პარალელურად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩვენი კლიენტების სამოქალაქო სამართლებრივი/ქონებრივი უფლებების დაცვას სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.

BLB-ის სისხლის სამართლის მიმართულების გუნდი თავისი გამოცდილებით აერთიანებს საგამოძიებო, საპროკურორო, საადვოკატო და სამოსამართლო ცოდნას. ჩვენს მომსახურებას დამატებით უპირატესობას სძენს ჩვენი გუნდის ცოდნა და გამოცდილება ბიზნეს/კორპორატიულ სამართალში, რაც ძალზე ღირებული ცოდნაა იმ კატეგორიის დანაშაულთა საქმეების წარმოებისას, როგორიც არის სამეწარმეო/ბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის სეგმენტში ჩადენილი დანაშაული, ფინანსურ, საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაული, სამოხელეო  ე.წ „თეთრსაყელოიანთა“ დანაშაული, ფულის გათეთრება და სხვ.

ჩვენი კლიენტების ბენეფიტია გამოცდილება, რაც ჩვენს გუნდს დაუგროვდა საჯარო და კერძო სექტორში ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობის შედეგად.

BLB სამართლებრივ მომსახურებას ახორციელებს კორპორატიული სამართლის ნებისმიერი  მიმართულებით. ჩვენი კორპორატიული კლიენტების ბაზა მოიცავს როგორც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნესს და სახელისუფლებლო ორგანოებს, ისე  30-ზე მეტი ქვეყნის მსხვილ კორპორაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საინვესტიციო ფონდებს,  კერძო ინვესტორებს, რაც  კიდევ ერთხელ მეტყველებს, ჩვენს მიერ განხორციელებული მომსახურების მაღალ ხარისხსა და ეფექტურობაზე. 

 ჩვენი კომპეტენცია მოიცავს შერწყმასა და წილის შეძენასთან, ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებებთან, კაპიტალის მოზიდვასთან და ინვესტირებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ყველა ასპექტს,  კორპორატიული ფინანსირების, კორპორატიული მართვის სამართლებრივ მხარეს და კორპორატიული მენეჯმენტში სამართლებრივ კონსულტაციას.

ჩვენი პრაქტიკა მოიცავს M&A ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სამართლებრივ მომსახურებას, გარიგების სტრატეგიის შემუშავებისა და სტრუქტურის დაგეგმვის პროცესიდან დაწყებული, გარიგების წარმატებულად დახურვის ჩათვლით. 

ჩვენი კორპორატიული პრაქტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს სამართლებრივი დასკვნის (Legal Due Diligence) შემუშავება, რომლის მიზანია, მოახდინოს ყველა შესაძლო სამართლებრივი რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება და დაზღვევა, გარიგების დადებამდე და აღსრულების პროცესში. 

BLB-ის გუნდი გთავაზობთ წარმომადგენლობას საგადასახადო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი კონსულტირებას გასწევს სხვადასხვა გარიგებებთან დაკავშირებულ საგადასახადო რისკებსა და ასეთი რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით.

BLB-ის გამოცდილი იურისტები მზად არიან დაიცვან თქვენი უფლებები საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ დავებში, როგორც მარეგულირებელ სახელისუფლებო ორგანოებში, ასევე საერთო სასამართლოებში. BLB-ის გუნდს აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლობის ფართე გამოცდილება საგადასახადო დავებში.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • ადმინისტრაციული საჩივრის მომზადება;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • წარმომადგენლობა სამივე ინსტანციის სასამართლოში.