დაიცავით თქვენი ქონება თაღლითებისგან – კანონმდებლობა არაეფექტურია

ჩვენს პრაქტიკაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების/საცხოვრებელი ბინების უცხოელი მესაკუთრეები აღმოჩნდნენ კარგად ორგანიზებული თაღლითობის მსხვერპლნი. შემთხვევათა რაოდენობა შემაშფოთებელია.

ჩვენთვის ცნობილ ყველა შეთხვევაში უცხოელთა საკუთრების გადაფორმება ხდება ყალბი მინდობილობების საფუძველზე, რომლებიც თითქოს მათ მიერ გაიცა უცხოეთში  და საჯარო რეესტრს წარედგინა ნათარგმნი და აპოსტილირებული ფორმით. საჯარო რეესტრი ამ მინდობილობების საფუძველზე ახდენს  გარიგებების რეგისტრაციას, რის შედეგადაც ამ გზით დაზარალებულ უცხოელთა ქონება სასწრაფოდ გადაიყიდება ე.წ. „კეთილსინდისიერ“ შემძენებზე. სამწუხაროდ, საჯარო რეესტრს არ გააჩნია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული მინდობილობების შემოწმების ეფექტური პრაქტიკა.  ამგვარი სქემებით ძირითადად ხდება ისეთი ბინების დასაკუთრება/გადაფორმება, რომელთა მესაკუთრეები ხშირად მოგზაურობენ და/ან მუდმივად არ იმყოფებიან საქართველოში ან გაქირავებული აქვთ უძრავი ქონება. ხშირად, ასეთ შემთხვევაში დამნაშავეებს უადვილდებათ ბინების საკეტების შეცვლაც.

საკუთრების უფლებებში აღდგენა კი ამგვარად დაზარალებულთა  საქმეებზე რთულ და ხანგრძლივ სამართლებრივ დავებს და პროცედურებს მოითხოვს, მით უფრო, რომ უმრავლეს შემთხვევებში დავა მიმდინარეობს სისხლის და სამოქალაქო სამართლებრივი მიმართულებებით.

ზემოაღნიშნული რისკების თავიდან აცილების ერთ-ერთი პრევენციული ზომა შესაძლოა იყოს საჯარო რეესტრისთვის განცხადებით მიმართვა, რომ მან არ დაარეგისტრიროს თქვენს უძრავ ქონებაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული მინდობილობით უძრავი ქონების განკარგვის გარიგება.

იმისათვის, რომ არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი, BLB გირჩვეთ, გამოიყენეთ რეესტრისადმი მიმართვის ზემოაღნიშნული ფორმა.

BLB -ის სისხლის და საოქალაქო სამართლის გუნდების შეთანხმებული მუშაობის შედეგად, მსგავსი კატეგორიის საქმეზე სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიეცა 5 პირი ჯგუფურ თაღლითობაში ბრლადებით და დაზარალებულ პირს აღუდგა საკუთრების უფლება მის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს თბილისში.