2020 წელს, BLB 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
25 წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოს. ჩვენ კვლავაც ვცდილობთ სრულვყოთ და განვავითაროთ სამართლებრივი მომსახურების გაწევის ტექნიკა, წავახალისოთ ინოვაციური მიდგომები და მივესალმებით მრავალფეროვან და განსხვავებულ პროფესიულ ხედვას.
BLB-ის გუნდი მადლიერია მისი კლიენტების, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ჩვენი კომპანიის გაზრდასა და წარმატებებში. ჩვენ ასევე მადლიერი ვართ ჩვენი კოლეგების, მათ მიერ გაწეული ხარისხიანი და სამართლიანი კონკურენციისთვის, რაც მუდამ ფორმაში გვამყოფებდა. BLB ასევე მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ პროფესიონალისადმი, ვინც ჩვენი გუნდის წევრი იყო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.