BLB-იმ რებრენდინგი განახორციელა

BLB-იმ გააფართოვა პროფესიული საქმიანობა და  იურიდიული მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მომსახურებას სამართლის ყველა მიმართულებით. შეიცვალა ფირმის ლოგო და ვიზუალური იდენტობა. 1995 წლიდან ჩვენი გუნდის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება და კლიენტებისათვის მათზე ორიენტირებული სერვისების მიწოდება.

 

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს სისხლის სამართლის მიმართულებით იურიდიული მომსახურების პრაქტიკის გაძლიერება.

სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელია ფირმის პარტნიორი – მაია მწარიაშვილი.

სისხლის სამართლის პრაქტიკის გაძლიერებისა და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების მიზნით, BLB-ის შემოუერთდა სისხლის სამართლის მიმართულების ახალი პარტნიორი – გიორგი მოსაშვილი.

ჩვენი გამოცდილებით, ჩვენ ვაერთიანებთ საგამოძიებო, საპროკურორო, საადვოკატო და სამოსამართლო ცოდნას. ჩვენს მომსახურებას გამოარჩევს ჩვენი გუნდის ცოდნა და გამოცდილება ბიზნეს/კორპორატიულ სამართალში, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისეთი კატეგორიის დანაშაულთა საქმეების წარმოებისას, როგორიც არის სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის, ფინანსურ, საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაული, სამოხელეო და ე.წ „თეთრსაყელოიანთა“ დანაშაული, ფულის გათეთრება და სხვ.

ჩვენი კლიენტები სარგებლობენ იმ ღირებული გამოცდილებით, რომელიც ჩვენს გუნდს დაუგროვდა საჯარო და კერძო სექტორში ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობის შედეგად.