BLB წარმოადგენს DFC-ის ინტერესებს პროექტის ფინანსირების გარიგებაში

FedEx-ის ლიცენზირებულმა წარმომადგენლობამ – საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა და US INTERNATIONAL DEVELOPMENT FINANCE CORPORATION (DFC)-მა დღეს დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. DFC-ის სესხი FedEX-ის ბრენდის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის დაფინანსებას მომხმარდება.

მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტში წარმოვადგენთ DFC-ის ინტერესებს საქართველოში. BLB-ის გუნდი DFC-ისთან 1996 წლიდან თანამშრომლობს და მას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ქართული სამართლის საკითხებზე.

DFC-ის დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი თბილისის აეროპორტთან ახლოს, 10 000 კვ/მ-ზე, 18 თვეში აშენდება. მისი ანალოგი საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს. აღნიშვნის ღირსია, რომ პროექტს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები ერთ-ერთი გამონაკლისი კომპანიაა, რომლის მენეჯმენტსა და თანამშრომელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.