BLB წარმოადგენს DFC-ის ინტერესებს Rooms Hotel Abastumani-ის დაფინანსების პროექტში

US INTERNATIONAL DEVELOPMENT FINANCE CORPORATION (DFC)-სა და აჭარა ჯგუფს შორის დღეს ხელი მოეწერა დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის საშუალებითაც მოზიდული თანხები აბასთუმნის ისტორიული სანატორიუმის „არაზინდოს“ თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნას მოხმარდება.

პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 200-მდე სამუშაო ადგილის შექმნით, ადგილობრივებისთვის დასაქმების ახალ პერსპექტივას წარმოშობს. Rooms Hotel Abastumani სასტუმრო „არაზინდოს“ 100 წლის იუბილეზე, 2024 წელს გაიხსნება.

BLB ამ პროექტში DFC-ის უწევს სამართლებრივ მხარდაჭერას ქართული სამართლის საკითხებზე. ჩვენი გუნდი ამაყობს DFC-ისთან ამ მორიგი თანამშრომლობით, რაც ხაზს უსვამს ჩვენი იურისტების მიმართ ისეთი საერთაშორისო კორპორაციების ნდობას, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო სააგენტო და საფინანსო ინსტიტუტი DFC.