BLB წარმომადგენლობას უწევდა Goldman Sachs & Co. LLC-სა და US Development Finance Corporation (DFC)-ს პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა ჰიდროელექტრო სადგურების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის, ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში ელექტროენერგიის დისტრიბუტორისა და მიმწოდებლის – ENERGO-PRO-ის მიერ 300 მილიონი ევროს ღირებულების არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებას.
ჩვენი გუნდიდან Goldman Sachs & Co. LLC-სა და DFC-ის წარმომადგენლობას უწევდნენ კახა შარაბიძე, მარიამ ვაშაკიძე და ანა რეხვიაშვილი.
ჩვენ ვამაყობთ და მოხარული ვართ, რომ წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები და გლობალური საინვესტიციო კომპანიები ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ მნიშვნელოვანი გარიგებების განხორციელებისას.