BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი, დაიცავს მზია ამაღლობელის უფლებებს

BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი, დაიცავს ონლაინ მედია გამოცემების, ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებებს მისი უკანონო ბრალდების საქმეში.

მზია ამაღლობელი, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია უკანონოდ. მას BLB დაიცავს რეპუტაციულ უფლებადამცველ ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად.