მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Legal 500-მა თავის უახლეს გამოცემაში BLB დაასახელა 8 კატეგორიის რეიტინგში. ჩვენი ფირმა დასახელებულია წამყვან იურიდიულ ფირმებს შორის შემდეგ სექტორებში:
- კომერციული, კორპორატიული სამართალი და M&A ტრანზაქციები;
- საბანკო და საფინანსო სექტორი;
- დავების გადაწყვეტა;
- უძრავი ქონების სექტორი.
ჩვენ განსაკუთრებულად ვამაყობთ იმ ინდივიდუალური წარმატებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა მოიპოვეს: BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე დასახელებულია Leading Partners კატეგორიაში, ხოლო ანა რეხვიაშვილი დასახელებულია Next Generation Partners კატეგორიაში.
Legal 500-ის კვლევის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულია ჩვენს შესახებ რესპონდენტების უკუკავშირი:
- „ფირმის გუნდს გააჩნია კომპლექსური ფინანსირების პროექტების სტრუქტურირების სიღრმისეული ცოდნა. იმ კლიენტებისთვის, რომლებსაც ყოვლისმომცველი რჩევები სჭირდებათ ამგვარი კომპლექსური საკითხების გადასაწყვეტად, ეს გუნდი საუკეთესო არჩევანია.”
- „რაც მათ განასხვავებს კონკურენტებისგან არის მათი ურყევი ერთგულება სრულყოფილებისადმი და მათი უნარი მუდმივად უზრუნველყონ მაღალი ხარისხის შედეგები“.
- BLB-ის კომერციული და კორპორატიული სამართლის პრაქტიკა გამოირჩევა კლიენტებზე ორიენტირებული მიდგომით, გარიგების სტრუქტურიზების ინოვაციური მეთოდებითა და განსაკუთრებული ექსპერტიზით ტრანსნაციონალურ გარიგებებში. გუნდი აღიარებულია თავისი სტრატეგიული აზროვნებით, კლიენტის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებით და გამჭვირვალე ბილინგის პრაქტიკით.”
გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს კლიენტებსა და კოლეგებს გამოკითხვაში მონაწილეობისა და შეფასებებისათვის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ფირმის წარმატებასა და აღიარებას.
