BLB-ის უფროსმა პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა, სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ICC Georgia-ს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაში, რომელიც გუშინ The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო. ღონისძიებამ გააერთიანა ICC-ის აღმასრულებელი საბჭო, კომისიების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
მაია მწარიაშვილმა ისაუბრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულ უახლეს ცვლილებებზე და მათ გავლენაზე ბიზნესგარემოზე.
BLB მოხარულია, მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვან დიალოგში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას, სამართლებრივი განჭვრეტადობის უზრუნველყოფასა და კერძო სექტორის მდგრადობის ხელშეწყობას.
