BLB becomes a member of EU-Georgia Business Council

BLB კონსულტაციას უწევს APM ტერმინალებს და კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს, უმსხვილეს საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით

BLB კონსულტაციას უწევს APM ტერმინალებს და კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს, ღრმაწყლოვანი მეგა საპორტო დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია 250 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციასთან საქართველოში. პროექტის მიზანია, ფოთის საზღვაო ნავსადგურის აღჭურვა ისეთი ინფრასტრუქტურით, რაც საშუალებას მისცემს მას, მიიღოს შავ ზღვაში მცურავი უდიდესი გემები. გაფართოებულ პორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს Panamax-ის კლასის გემები და დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ლოჯისტიკური კორიდორის შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი სრულმასშტაბიან სამართლებრივ მომსახურებას გასწევს. ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ ინვესტორს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: პროექტის სტრუქტურირება, ფინანსირება, სახელმწიფო რეგულაციები, სამშენებლო და საკონტრაქტო საკითხები, ლოკალურ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ა.შ.