BLB becomes a member of EU-Georgia Business Council

BLB კვლავ წამყვან პოზიციებს იკავებს Legal 500-ის რეიტინგებში

მოხარული ვართ, რომ 2021 წელსაც შევძელით მოგვეპოვებინა წამყვანი პოზიციები Legal 500-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში, რომელსაც გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს იურიდიული ფირმების შესაფასებლად გლობალური მასშტაბით.

ფირმის პრაქტიკის გაფართოების შემდეგ, ჩვენი ფირმის რეიტინგი შეფასებულია Legal 500-ის ოთხივე სექტორში.

ჩვენი მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე დასახელებულია საბანკო და საფინანსო სექტორში წამყვან პროფესიონალებს შორის, ჩვენი იურისტები ადგილს იკავებენ ახალი თაობის იურისტების გამორჩეულ წარმომადგენლებს შორის: უფროსი იურისტი ანა რეხვიაშვილი დასახელებულია Legal 500-ის რეიტინგების 2 სექტორში: საბანკო და საფინანსო, ასვე კომერციული, კორპორატიული და M&A; ჩვენი იურისტი ნინო გოცირელი დასახელებულია დავების გადაწყვეტის სექტორში.

მადლობას ვუხდით ჩვენს კლიენტებსა და კოლეგებს მათი შეფასებებისათვის, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია Legal 500-ის მიერ:

საბანკო და საფინანსო

„BLB-ის ჰყავს გამორჩეულად ჭკვიანი, ყურადღებიანი და გულისხმიერი გუნდი. მათი მომსახურება მიმზიდველია, ვინაიდან ფირმის პარტნიორები არსებითად არიან ჩართული თითოეულ პროექტში და კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მათი მრავალწლიანი გამოცდილებით“.

კომერციული, კორპორატიული და M&A

„ყოველთვის ხელმისაწვდომი და მოწადინებული მიაღწიონ კლიენტისთვის სასურველ მიზანს“.

დავების გადაწყვეტა

„გუნდი გამოირჩევა საქმისადმი პროფესიული მიდგომით და უმაღლესი სტანდარტებით, როდესაც საქმე ეხება მათ მიერ გაწეული მომსახურების შედეგებს“.

ჩვენი იურისტი ლევან კირცხალია აღნიშნულია, როგორც „ფირმის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი იურისტი, რომელსაც შეუძლია კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება“.  

უძრავი ქონება

„გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი პროფესიონალებით, რომლებიც უბადლო მომსახურებას სწევენ. ისინი განსაკუთრებული ყურადღებით უდგებიან დეტალებს და შეუძლიათ აღმოაჩინონ კლიენტის ყველა პოტენციური რისკი. ისინი პროექტის ბოლო ეტაპამდე უზრუნველყოფენ ჩართულობას და სწრაფ მომსახურებას. ეს გუნდი გარანტირებულად ეფექტურად და უხარვეზოდ ახერხებს პროექტების წარმატებით დახურვას“.