მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Legal 500 BLB-ს ასახელებს კვლავ წამყვან იურიდიულ ფირმებს ხოლო ჩვენი გუნდის წევრებს ლიდერ იურისტებს შორის.
Legal 500-ის უახლესი გამოცემის თანახმად, BLB რეიტინგის ოთხ ძირითად მიმართულებაში: საბანკო და საფინანსო სექტორი, კორპორატიული სექტორი, დავების გადაწყვეტისა და უძრავი ქონების სექტორებში წამყვან პოზიციებს იკავებს.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გუნდის წევრებით: მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე, რომელიც მრავალი წელია ევროპის რეგიონის წამყვან იურისტებს შორის სახელდება; იურისტები ნინო გოცირელი და ანა რეხვიაშვილი, რომლებიც დასახელებული არიან იურისტების ახალი თაობის გამორჩეულ წარმომადგენელთა შორის.
Legal 500-ს ახალ გამოცემაში გამორჩეულ იურისტებად სახელდებიან ჩვენი პარტნიორები მაია მწარიაშვილი და დავით ხაინდრავა.
მადლობას ვუხდით ჩვენს კლიენტებსა და კოლეგებს არაჩვეულებრივი რეკომენდაციებისათვის, რაც საბოლოოდ Legal 500-ის რეიტინგში აისახა და წამყვანი პოზიციების დაკავების შესაძლებლობა მოგვცა.