BLB მონაწილეობს ICC Georgia-ს დისკუსიაში საინვესტიციო კლიმატისა და სამართლებრივი პროგნოზირებადობის შესახებ

BLB-ის უფროსმა პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა, სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ICC Georgia-ს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაში, რომელიც გუშინ The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო. ღონისძიებამ გააერთიანა ICC-ის აღმასრულებელი საბჭო, კომისიების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მაია მწარიაშვილმა ისაუბრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულ […]
“ექსტრემიზმის” დანაშაულის ფარგლები – სამართლებრივი ანალიზი

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ სხვა ცვლილებებთან ერთად კოდექსში დაამატა ახალი მუხლი 3161 „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ“. წინამდებარე მიმოხილვის მიზანია ახალი მუხლის სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის პრინციპებისა და კანონმდებლობის ჭრილში, ასევე სხვა ქვეყნების ანალოგიურ ან მსგავს ნორმებთან შედარებითი ანალიზის გზით. I. სს კოდექსში ახალი მუხლი მიღებულია შემდეგი […]
ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია – სამართლებრივი და პრაქტიკული რისკები ინვესტიციებისათვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”.[1] ამავე მუხლის “შენიშვნაში” მოცემულია “პოლიტიკური აქტივობის” იგივე […]
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში – მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განდევნა პოლიტიკური დისკურსიდან

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ცვლილებებით შემოთავაზებული ნორმები გაუმართავია ენობრივი და სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, იყენებს ქართული სისხლის სამართლისათვის უცხო ცნებებს და ტერმინებს, არის სრულიად განუჭვრეტადი, იძლევა უსაზღვრო სივრცეს თვითნებური და ამდენად, მიკერძოებული განმარტებებისათვის, ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის უმთავრეს პრინციპებს. სისხლის […]
შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში 2026 წლის 01 მარტიდან ამოქმედებული ახალი ცვლილებების მიმოხილვა

საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება – კერძოდ, ცვლილებები შევიდა საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში („ახალი კანონი“) და ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცა 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება („დადგენილება“). “დადგენილება” დეტალურად არეგულირებს ახლად დანერგილ პროცედურებს, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიებმა რიგ შემთხვევებში უნდა გაიარონ. როგორც საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები(“ახალი კანონი”), […]
BLB 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

2025 წელს იურიდიული ფირმა BLB დაფუძნების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენ ვამაყობთ 30 წლის მანძილზე იურიდიულ პროფესიაში ჩვენი კეთილსინდისიერი სამსახურით.