საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი სპეციალური წესები ძალაშია 2020 წლის 23 მარტიდან.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ისეთ ვითარებად, რომელსაც გააჩნია გავლენა კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. რეგულაციების არასათანადო ინტერპრეტირებისა და/ან სამართლებრივი გამოწვევების თავიდან ასარიდებლად, გთავაზობთ ჩვენს მომსახურებას თქვენს სამართლებრივ ურთიერთობებზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გავლენის შესაფასებლად.
ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში 24/7-ზე.