BLB Partners participate in IBA event held in Tbilisi

სამართლის ბაზრების გლობალური გზამკვლევი ასახელებს BLB-ის საქართველოს მოწინავე იურიდიულ ფირმათა შორის

Chambers and Partners-ის უკანასკნელი საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, BLB ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ქართულ იურიდიულ ფირმათა შორის.

პუბლიკაციაში მოხსენიებულია, რომ BLB-ის კლიენტების მოსაზრებით, ჩვენი კომპანია მუდამ გამოირჩევა კლიენტზე ორიენტირებული მიდგომით და სამართლებრივი პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრით. კლიენტები ასევე აღნიშნავენ, რომ BLB-ს გუნდი გამოირჩევა „კომპლექსური და სიღრმისეული ცოდნით, როგორც პარტნიორების, ასევე იურისტების დონეზე“.

Chambers and Partners-ის შეფასებით, BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე შესულია გლობალური და ევროპული გზამკვლევის პირველ კალათაში. პუბლიკაციის მიხედვით, კახას აქვს შთამბეჭდავი რეპუტაცია ბაზარზე და კლიენტები ხაზს უსვამენ მის გამჭრიახობას.