Menu
პარტნიორი
mosashvili@blb.ge
გიორგი (გოგი) მოსაშვილი BLB-ის გუნდს შემოუერთდა 2022 წლის მაისში სისხლის სამართლის მიმართულებით საჯარო სამსახურებში ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის შემდგომ.
BLB-ის გუნდში შემოერთებამდე, გოგიმ 2000-2018 წლებში დააგროვა ღირებული პროფესიული გამოცდილება საქართველოს პროკურატურაში, სადაც ის იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის, იყო ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი და ბათუმის რაიონული პროკურორი. გოგი, თავისი წარმატებული კარიერის მანძილზე ასევე იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლი. საგამოძიებო და საპროკურორო საქმის ცოდნა და გამოცდილება არის სწორედ ის აქტივი და უპირატესობა, რომელიც გოგის გამოარჩევს სისხლის სამართლის პრაქტიკოს ადვოკატებს შორის და ამავდროულად, მისი ეს გამოცდილება და უნარები BLB-ისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
გოგის, თავისი მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლია კლიენტებს გაუწიოს მაღალკვალიფიციური სამართლებრივი მომსახურება სისხლის სამართლის ყველა მიმართულებით,წარმოადგინოს კლიენტები ყველა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეში და სამართალდამცავ ორგანოებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩათვლით.
გოგი წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს 2021 წლიდან.
პრაქტიკა
სისხლის სამართალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1999, LL.B.
საიტის რუკა
სასარგებლო ბმულები