გიორგი ჩაგელიშვილი

უმცროსი იურისტი

chagelishvili@blb.ge

გიორგი ჩაგელიშვილი BLB-ს გუნდს 2023 წლის ოქტომბერში შემოუერთდა უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

BLB-ში საქმიანობის დაწყებამდე, 2022 წელს, გიორგი მუშაობდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის სპეციალური თანაშემწის თანამდებობაზე. გიორგი აქტიურად იყო ჩართული ოფიციალური ნოტების, ურთიერთგაგების მემორანდუმების, კომუნიკეებისა და ანალიტიკური ანგარიშების შემუშავების პროცესში. გიორგი აქტიურად მუშაობდა საელჩოს პროექტებისა და სახელმწიფოების ოფიციალურ პირებს  შორის შეხვედრების ორგანიზებაზე.

საჯარო სამსახურის გარდა, გიორგის აქვს სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორშიც. მან სტაჟირება გაიარა Ernst and Young Georgia-ში, სადაც მუშაობდა არაერთ იურიდიულ პროექტზე. სტაჟირების დროს მან შეიძინა ღირებული გამოცდილება კორპორაციული და კომერციული სამართლის, პერსონალური მონაცემების დაცვის და შრომის სამართლის კუთხით.

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, გიორგი აქტიურად მონაწილეობდა არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო და ეროვნულ იმიტირებულ კონკურსში. კერძოდ ის იყო ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო კონკურსის (Philip C. Jessup Moot Court Competition) ეროვნული ჩემპიონი; ასევე, გიორგიმ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის იმიტირებულ კონკურსში (CEEMC), ქალაქ ლუქსემბურგში. გიორგიმ ასევე მიიღო გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტის კერძო, ადმინისტრაციული და ადამიანის უფლებათა იურიდიულ კლინიკებში.

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი
პროექტების ფინანსირება
უზრუნველყოფები
დავების გადაწყვეტა
კონკურენციის სამართალი
შრომის სამართალი
პრივატიზება

განათლება

ბაკალავრის ხარისხი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, 2019

გუნდის სხვა წევრები