Menu
პარტნიორი
rekhviashvili@blb.ge
ანა რეხვიაშვილი BLB-ის პარტნიორია. ანა 2013 წელს შემოუერთდა BLB-ის იურისტის თანაშემწის პოზიციაზე და მას შემდეგ ჩვენ გუნდთან ერთად ეწევა იურიდიულ პრაქტიკას. ანას საქმიანობა უკავშირდება კომპლექსურ და საერთაშორისო კომერციულ გარიგებებზე სამართლებრივი წარმომადგენლობის გაწევას მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისათვის.
ანა საქართველოში მომსახურებას უწევს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ მსხვილ კორპორაციებს, როგორიცაა, EBRD, US International Development Finance Corporation, APM Terminals, Maersk, Microsoft, Frontera.
ბოლო ორი წელია საერთაშორისო გამომცემლობა Legal 500 ანას ასახელებს სამართლის სხვადასხვა სფეროს რეიტინგებში ახალი თაობის იურისტების გამორჩეულ წარმომადგენლებს შორის. 2020 წელს ანა აირჩიეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს კონკურენციის კომიტეტის ხელმძღვანელად. ანა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, აგრეთვე საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი.
BLB-ში დასაქმებამდე ანა მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში საქართველოში, რა დროსაც მის მოვალეობებში შედიოდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ანალიზის მომზადება და პოლიტიკური წინადადებების შემუშავება. ანა ასევე ამზადებდა ანალიტიკურ კვლევებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტისათვის.
საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში ანა მონაწილეობდა საერთაშორისო მასშტაბის სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებებში. ის გახლდათ Philip C. Jessup International Law Moot Court Competition-ის ეროვნული ჩემპიონი ზედიზედ 2 წლის განმავლობაში 2012 და 2013 წელს; სადაც მან მოიპოვა ეროვნული რაუნდების საუკეთესო ინდივიდუალური ორატორის სტატუსი. ანა ასევე გახლდათ King’s College London-ის მიერ ორგანიზებული უცხოური ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის მონაწილე. 2014 წელს ანა იყო International Law Students Association-ისა და White & Case-ის მოხალისე და 2014 წელს ორგანიზება გაუწია Philip C. Jessup International Law Moot Court Competition-ის ეროვნულ რაუნდებს საქართველოში.
მნიშვნელოვანი მიღწევები:
პრაქტიკა
კორპორატიული სამართალი
პროექტების ფინანსირება
ბანკები და კრედიტი
უზრუნველყოფები
დავების გადაწყვეტა
კონკურენციის სამართალი
შრომის სამართალი
პრივატიზება
საზღვაო სამართალი
მაგისტრის ხარისხი ბიზნეს სამართალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017
ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
საიტის რუკა
სასარგებლო ბმულები