თენგო მღებრიშვილი

უმცროსი იურისტი

mghebrishvili@blb.ge

თენგო მღებრიშვილი BLB-ის გუნდს 2021 წლის მაისში სტაჟიორად შემოუერთდა და ახლა უმცროსი იურისტის პოზიციას იკავებს.

BLB-ში საქმიანობის დაწყებამდე, თენგომ 2019 წელს მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებულ სალექციო კურსში, რის შემდგომაც გაიარა სტაჟირება ამავე არასამთავრობო ორგანიზაციაში. იგი გუნდთან ერთად  მუშაობდა არაერთ პროექტზე, მათ შორის კანონპროექტზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.

თენგოს მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრებში, მათ შორის, Willem C. Vis -ის სახელობის საერთაშორისო კომერციული სამართლის იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესში და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პირველ ეროვნული კონკურსში. უნივერისტეტში სწავლისას, მან მოიპოვა ევროკავშირის ფონდის, Erasmus-ის დაფინანსება, რის ფარგლებშიც თენგომ სწავლა განაგრძო ესპანეთში, Castilla La Mancha-ს უნივერისტეტში.

თენგო ამჟამად სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, ბიზნეს სამართლის მიმართულებით. მაგისტრატურაზე სწავლისას, მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის Mediation: training and society transformation-ის ფარგლებში, ორ კვირიანი სტაჟირება გაიარა ესპანეთში, ქალაქ მურსიის UCAM-ის უნივერსიტეტში, სადაც გაიღრმავა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მედიაციის მიმართულებით.

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი
პროექტების ფინანსირება
უზრუნველყოფები
დავების გადაწყვეტა
კონკურენციის სამართალი
შრომის სამართალი
პრივატიზება

განათლება

ბაკალავრის ხარისხი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019
მაგისტრატურის სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გუნდის სხვა წევრები