BLB expands its practice transforming into a full-scale law firm

BLB პრაქტიკის არეალს აფართოებს და სრულმასშტაბიანი იურიდიული კომპანია ხდება

2019 წელს BLB-ის გუნდს ახალი პარტნიორი შემოუერთდა.  რუსუდან მაისურაძის შემოერთებით, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო აძლიერებს ბიზნეს გარიგებების და სასამართლო/საარბიტრაჟო დავების  მიმართულებას. გარდა ამისა, გვეძლევა დამატებითი შესაძლებლობა   კლიენტებს  შევთავაზოთ მომსახურება სამართლის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ევროკავშირის რეგულაციები, ბიზნესის & ადამიანის უფლებები და მედია სამართალი. რუსუდანმა მაგისტრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში მიიღო; მას გააჩნია იურიდიული მიმართულების მართვის შესანიშნავი გამოცდილება მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიებში და ფართომასშტაბიან საინვესტიციო პროექტებში. რუსუდანის გამოცდილება ასევე მოიცავს სახელმწიფო ორგანოებთან მოლაპარაკებების წარმოებას, მსხვილი პროექტების ინიცირებას და მათი იმპლემენტაციის ხელმძღვანელობას. მას აგრეთვე გააჩნია საჯარო სამსახურის გამოცდილება და წვლილი აქვს შეტანილი როგორც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სამართლებრივი ასპექტების შემუშავებაში, ასევე საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში; რუსუდან მაისურაძე აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო პროცესშიც და მონაწილეობას იღებდა ვაჭრობასთან, ინვესტიციებთან და კონკურენციასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავებაში.

BLB-მ კიდევ უფრო გააფართოვა სისხლის სამართლის მიმართულება. ჩვენი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი სათავეში ჩაუდგა სისხლის სამართლის ფინანსურ/თანამდებობრივ (white-collar) მიმართულებას, რაც ასევე ეხმიანება BLB-ს გაფართოების სტრატეგიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან დამატებით უპირატესობას ჩვენი კლიენტებისთვის. მაია 15 წელია ჩვენი გუნდის წევრია და BLB-ის 25 წლის თავზე, მის მიერ ახალი, სისხლის სამართლის მიმართულების სათავეში ჩადგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი კომპანიის გაფართოების მასშტაბებს. 2012-2013 წლებში, მაია იკავებდა  ისეთ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებს, როგორიცაა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო განყოფილების უფროსისა და თბილისის მთავარი პროკურორის თანამდებობა. 2003-2005 წლებში კი, მაია  თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და  სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ხელმძღვანელობდა.

ჩვენი გუნდი კვლავ აგრძელებს სამართლებრივ მომსახურებას ნებისმიერი ტიპის გარიგებების, კომპლექსური პროექტების და ტრანზაქციების,  ასევე სასამართლო/საარბიტრაჟო დავების მიმართულებით და ეხმარება დაინტერესებულ პირებს ყველა კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაში.