მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევის უნიკალური გამოცდილება, დაგროვილი 1995 წლიდან
ჩვენ წარმოვადგენთ იურიდიულ კომპანიას, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და მრავალმხრივი ცოდნის მქონე პროფესიონალებს აერთიანებს. ჩვენი გუნდი გამოირჩევა წარმატებული შედეგებით, როგორც ნებისმიერი სახის გარიგებების და მრავალმხრივი კომპლექსური პროექტების განხორციელების, ასევე პრეცედენტული ხასიათის სასამართლო დავების მოგების კუთხით. BLB-ის კლიენტთა ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც უმსხვილეს კერძო კორპორაციებს და გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე განვითარებად კომპანიებს, ოჯახური ბიზნესებს და კერძო პირებს.
BLB-ის პარტნიორები, მაღალკვალიფიციურ იურისტებთან ერთად, პირადად, აქტიურად არიან ჩართულნი მომსახურების გაწევის თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს სასამართლო/საარბიტრაჟო დავა თუ ბიზნეს გარიგება, რაც კლიენტთა უპირობო კმაყოფილებას განაპირობებს. საუკეთესო მომსახურების გაწევის მიზნით, ჩვენ, დასაწყისშივე ღრმად და საფუძვლიანად ვსწავლობთ თითოეული სამართლებრივი პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ვცდილობთ, კლიენტებს, სამართლებრივი საკითხების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გადაჭრის გზა შევთავაზოთ . ჩვენი მომსახურება წარმატებაზე ორიენტირებულია და გუნდის წინაშე დასმული, თითოეული პრობლემური საკითხის ღრმა ანალიზს და დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას მოიცავს.
BLB-ს აქვს ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება ლონდონში მოქმედ, ინგლისურ იურიდიულ კომპანია Tulloch & Co, Solicitors-სთან, რაც, დამატებით საშუალებას გვაძლევს, რომ კლიენტებს სამართლებრივი მომსახურება გავუწიოთ ინგლისისა და უელსის სამართლით მოწესრიგებულ ბიზნეს გარიგებებთან დაკავშირებით.
2003 წლიდან, BLB სისტემატიურად იღებს შესანიშნავ შეფასებებს სამართლის ისეთი საერთაშორისო გზამკვლევი ორგანიზაციებისგან, როგორებიცაა: Chambers & Partners, Legal 500 და IFLR 1000.
Chambers & Partners-ის უკანასკნელი პუბლიკაციის მიხედვით, BLB-ს კლიენტებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი ფირმა მუდმივად გამოირჩევა კლიენტზე ორიენტირებული მიდგომითა და სამართლებრივი პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრით. კლიენტები ასევე აღნიშნავენ, რომ BLB-ს გუნდი გამოირჩევა „კომპლექსური და სიღრმისეული ცოდნით, როგორც პარტნიორების, ასევე იურისტების დონეზე“.
სამართლის საერთაშორისო გზამკვლევი ორგანიზაციის, Legal 500-ის უკანასკნელ შეფასებაში აღნიშნულია, რომ BLB-ის გუნდი მაღალპროფესიულად და ოპერატიულად აწვდის კლიენტებს ბრწყინვალე მომსახურებას. Legal 500-ის მიხედვით, ის, რაც BLB-ის სხვა ფირმებზე უკეთეს ხდის არის „ეფექტურობა, ორგანიზაციული უნარები და მრავალფეროვანი ცოდნა“.
BLB-ის ფინანსურ და კორპორატიულ პრაქტიკას IFLR 1000 აფასებს როგორც ძლიერს, ხოლო კლიენტებისთვის გაწეულ მომსახურებას აღწერს როგორც „ძალიან პროფესიონალურს“ და „მაღალი სტანდარტით“ შესრულებულს.
ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კლიენტების ნდობას და კორპორატიულ კულტურაში ღრმად გვაქვს გამჯდარი მუდმივი სწრაფვა მათი წარმატებისთვის.