Menu
უფროსი პარტნიორი
mtsariashvili@blb.ge
მაია მწარიაშვილი BLB-ის პარტნიორია დაახლოებით 15 წელია.
მაია ჩვენს გუნდს შემოუერთდა საჯარო სექტორსა და სასამართლო სისტემაში წარმატებული და გრძელვადიანი კარიერის შემდეგ.
სანამ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა, მაია გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის მხრივ საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი სტრატეგიის ფორმირებაზე.
მაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში იკავებდა თბილისის მთავარი პროკურორისა და ანტიკორუფციული საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. 2003-2005 წლებში მაია გახლდათ თბილისის რაიონული (სააპელაციო) სასამართლოსა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე.
მისი აქტიური პრაქტიკის პარალელურად მაია ჩართული იყო საკანონმდებლო საქმიანობაში. ის წარმოადგენს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ავტორს და ასწავლიდა საერთაშორისო სისხლის სამართალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მაია არის ქალაქ ალბუქერქის (ნიუ მექსიკო, აშშ) და ქალაქ ბატონ-რუჟის (ლუიზიანა, აშშ) საპატიო მოქალაქე.
მნიშვნელოვანი მიღწევები:
პრაქტიკა
სისხლის სამართალი
კორპორატიული სამართალი
პროექტის ფინანსირება
უზრუნველყოფები
კოლიზიური სამართალი
დავის გადაწყვეტა
პრივატიზება
საზღვაო სამართალი
საგადასახადო სამართალი
ტელეკომუნიკაციები
ენერგეტიკა
მანჩესტერის უნივერსიტეტი, 2007, LL.M. წარჩინების დიპლომი
თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, 1991, LL.B. წარჩინების დიპლომი
ინდუსტრიისა და ეკონომიკის კოლეჯი, 1986, LL.B. წარჩინების დიპლომი
საიტის რუკა
სასარგებლო ბმულები