სერვისები

სასამართლოში წარმომადგენლობა

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს ფართე სპექტრის მომსახურებას სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში…

ბიზნესის ზოგადი სამართლებრივი მხარდაჭერა

BLB მისი მომსახურებით დაინტერესებულ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს სთავაზობს ფართე სპექტრის იურიდიულ მომსახურებას…

კრიპტოვალუტა/ბლოკჩეინი

საქართველოში ვირტუალური აქტივების შესახებ საკანომდებლო ჩარჩო ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, არსებული მუდმივად ცვალებადი…

სისხლის სამართალი

BLB ახორციელებს სისხლის სამართლებრივ პრაქტიკას პროცესის ორივე მხარის, დაზარალებულის და ბრალდებულის ინტერესებში…

კორპორატიული სამართალი

BLB-ის გუნდს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კორპორატიული სამართლის კუთხით. BLB-ის იურიდიული ოფისი უკვე მრავალი წელია…

საგადასახადო სამართალი

BLB-ის გუნდი გთავაზობთ წარმომადგენლობას საგადასახადო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით…

არბიტრაჟი

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს სამართლებრივ მომსახურებას არბიტრაჟთან დაკავშირებულ ფართე სპექტრის საკითხებზე…

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები

უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში BLB გთავაზობთ ყოვლისმომცველ სამართლებრივ მხარდაჭერას…

სამშენებლო სამართალი

BLB გთავაზობთ მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მხარდაჭერას პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე…

მედიაცია

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს წარმომადგენლობას მედიაციაში, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე…

პროექტის ფინანსირება

BLB-ის გუნდს მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და მსესხებლების წარმომადგენლობის ფართე გამოცდილება აქვს…

შრომის სამართალი

BLB მისი მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სრული სპექტრის მომსახურებას შრომითი სამართლის მიმართულებით…

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში წარმომადგენლობა

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. BLB-ის გუნდს გააჩნია სახელმწიფო უწყებებსა…

ბანკები და ფინანსები

ჩვენს გუნდს საბანკო და საფინანსო სფეროში სამართლებრივი კონსულტირების ფართე გამოცდილება აქვს. ამ სფეროში ჩვენი მომსახურებით…

საიმიგრაციო სამართალი

BLB სერვისებით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს სთავაზობს იურიდიულ დახმარებას საიმიგრაციო სამართლის კუთხით…

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, BLB მზადაა, გაგიწიოთ…

გარიგების სტრუქტურირება და მოლაპარაკებებში წარმომადგენლობა

BLB-ის გამოცდილი გუნდი თავის კლიენტებს დახმარებას უწევს მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ კომპლექსურ გარიგებებზე…

საზღვაო სამართალი

BLB-ის გუნდი სპეციალიზებულია საზღვაო სამართალში. ჩვენ გუნდს მრავალწლიანი პრაქტიკა დაუგროვდა ინდუსტრიაში მოწინავე…

კონკურენციის სამართალი​

BLB-ის გუნდს კონკურენციის სამართლის საკითხებზე ფართე გამოცდილება გააჩნია, რომელიც მათ შორის მოიცავს წარმომადგენლობას საქართველოს…

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი​

BLB-ის ჰყავს იურისტები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან ინტელექტუალური საკუთრების  სამართალში და უზრუნველყოფენ…

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს ფართე სპექტრის მომსახურებას სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი გუნდი წარმომადგენლობას ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებში.

BLB სასამართლოში წარმომადგენლობით დაინტერესებულ კლიენტებს სთავაზობს:

  • პოტენციური დავის პერსპექტივის ანალიზს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასების საშუალებით;
  • დავის მხარესთან მორიგების ფასილიტაციას;
  • სასამართლო წარმოების ინიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და დავის ინიცირებას;
  • სასამართლო დავაში საპასუხო სტრატეგიის განსაზღვრასა და შესაგებლის მომზადებას;
  • წარმომადგენლობას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.

ჩვენს გუნდს გააჩნია კომპლექსური სასამართლო საქმეების მართვის გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში. ჩვენი მომსახურება  მიმართულია სასამართლო წარმოების მაქსიმალურად ეფექტურად ორგანიზებისა და წარმართვისკენ.

BLB-ის სასამართლო წარმოების მიმართულება ჩვენს გუნდთან ერთად უკვე მრავალი წელია შეფასებულია და ერთ-ერთი წამყვანი პოზიციები უკავია ისეთ საერთაშორისო სარეიტინგო გამოცემებში, როგორიცაა Legal 500 და Chambers & Partners.

BLB მისი მომსახურებით დაინტერესებულ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს სთავაზობს ფართე სპექტრის იურიდიულ მომსახურებას, რაც ყოველდღიურად ბიზნესის ეფექტურად მართვას უზრუნველყოფს. BLB-ის გუნდი დაკომპლექტებულია იურისტებით, რომლებსაც მრავალფეროვანი გამოცდილება გააჩნიათ სამართლის ყველა იმ დარგში, რომელიც ბიზნეს საქმიანობის გამარტივებაში და მოგებაზე მაქსიმალურად ორიენტაციაში ეხმარება. 

ჩვენი მომსახურების ფარგლები შეუზღუდავად მოიცავს შემდეგს:

  • მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციები/რჩევები საჭიროების მიხედვით;
  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, კონტრაქტორ მხარესთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლობა, კონტრაქტორი მხარის შემოთავაზებული ხელშეკრულებების გადახედვა;
  • შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება და მართვა (არსებული შრომითი ხელშეკრულებების გადახედვა, რევიზია, შინაგანაწესის მომზადება და ა.შ.);
  • საჭირო ლიცენზია/ნებართვების მოპოვების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კომპანიის შიდა კორპორატიული საკითხების მოწესრიგება და მართვა;
  • სამართლებრივი ურთიერთობები ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში იურიდიული მხარდაჭერა;
  • საქმიანი/იურიდიული წერილების შედგენა;
  • შეთანხმებისამებრ სასამართლოში და კომერციულ არბიტრაჟში წარმომადგენლობა;
  • ინდუსტრიასთან რელევანტური ზოგადი სამართლებრივი მომსახურება.

საქართველოში ვირტუალური აქტივების შესახებ საკანომდებლო ჩარჩო ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, არსებული მუდმივად ცვალებადი საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ვირტუალური აქტივებით დაინტერესებულ თითოეულ არსებულ თუ პოტენციურ საწარმოს ესაჭიროება ამ სფეროს წამყვანი ექსპერტების მხარდაჭერა.

ჩვენს გუნდში არიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, რომლებსაც დეველოპერულ კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების კორპორაციებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. BLB აერთიანებს იურიდიულ ექსპერტიზისა და ბლოკჩეინის ცოდნის გამოცდილებას, რაც ჩვენს მომსახურებას მსგავსი ტიპის სხვა მომსახურებისგან გამოარჩევს.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • ვირტუალური აქტივების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესახებ არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან, მათ შორის ეროვნული ბანკის დირექტივებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საჭირო ლიცენზია/ნებართვების მოპოვების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ვირტუალური მომსახურების აქტივების პროვაიდერის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და სხვა ფინანსური ორგანიზაციების რეგისტრაცია, მართვა და საკანონმდებლო ანალიზი.

BLB ახორციელებს სისხლის სამართლებრივ პრაქტიკას პროცესის ორივე მხარის, დაზარალებულის და ბრალდებულის ინტერესებში, ჩვენი გუნდი ეწევა მათ კვალიფიციურ ადვოკატირებას.

BLB-ის მომსახურების ადრესატები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები/კომპანიები, რომლებიც ეწევიან ბიზნესს ეკონიმიკის სხვადასხვა სექტორში  და ფიზიკური პირები. უცხოელი კლიენტებისათვის სისხლის სამართლის მომსახურებას ვეწევით ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე.

BLB-ის მომსახურება მოიცავს:

  • საქმის მასალებისა და გარემოებების შესწავლას სავარაუდო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის მიზნით. ჩვენი გუნდი ამზადებს მასალებს საგამოძიებო ორგანოებისადმი მიმართვისათვის და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს  ამ ორგანოებს გამოძიების დაწყების  მოთხოვნით; ამ პროცესის შედეგად გამოძიების ორგანოებს უადვილდებათ დანაშაულის/მტკიცებულებების/ბრალდებულის იდენტიფიცირება, სწრაფი და ეფექტური გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა;
  • იურიდიული დასკვნების მომზადებას სავარაუდო დანაშაულთან, ბრალდებასთან, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე;
  • კონსულტაციებს ბრალდებისა და გამოძიების შესაბამისი ორგანოების პრეტენზიების ირგვლივ პოზიციის სწორად ჩამოყალიბებისათვის;
  • სამართლებრივ დახმარებას/წარმომადგენლობას ნებისმიერი სტატუსით გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში;
  • წარმომადგენლობას/დაცვას სისხლის სამართალწარმოების პროცესის ყველა სტადიაზე;

ჩვენი გუნდი კომპლექსურად იცავს BLB-ის კლიენტების უფლებებს, კერძოდ, სისხლის სამართალწარმოების პარალელურად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩვენი კლიენტების სამოქალაქო სამართლებრივი/ქონებრივი უფლებების დაცვას სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.

BLB-ის სისხლის სამართლის მიმართულების გუნდი თავისი გამოცდილებით აერთიანებს საგამოძიებო, საპროკურორო, საადვოკატო და სამოსამართლო ცოდნას. ჩვენს მომსახურებას დამატებით უპირატესობას სძენს ჩვენი გუნდის ცოდნა და გამოცდილება ბიზნეს/კორპორატიულ სამართალში, რაც ძალზე ღირებული ცოდნაა იმ კატეგორიის დანაშაულთა საქმეების წარმოებისას, როგორიც არის სამეწარმეო/ბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის სეგმენტში ჩადენილი დანაშაული, ფინანსურ, საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაული, სამოხელეო  ე.წ „თეთრსაყელოიანთა“ დანაშაული, ფულის გათეთრება და სხვ.

ჩვენი კლიენტების ბენეფიტია გამოცდილება, რაც ჩვენს გუნდს დაუგროვდა საჯარო და კერძო სექტორში ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობის შედეგად.

BLB სამართლებრივ მომსახურებას ახორციელებს კორპორატიული სამართლის ნებისმიერი  მიმართულებით. ჩვენი კორპორატიული კლიენტების ბაზა მოიცავს როგორც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნესს და სახელისუფლებლო ორგანოებს, ისე  30-ზე მეტი ქვეყნის მსხვილ კორპორაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საინვესტიციო ფონდებს,  კერძო ინვესტორებს, რაც  კიდევ ერთხელ მეტყველებს, ჩვენს მიერ განხორციელებული მომსახურების მაღალ ხარისხსა და ეფექტურობაზე. 

 ჩვენი კომპეტენცია მოიცავს შერწყმასა და წილის შეძენასთან, ფასიანი ქაღალდების არასაბირჟო გარიგებებთან, კაპიტალის მოზიდვასთან და ინვესტირებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ყველა ასპექტს,  კორპორატიული ფინანსირების, კორპორატიული მართვის სამართლებრივ მხარეს და კორპორატიული მენეჯმენტში სამართლებრივ კონსულტაციას.

ჩვენი პრაქტიკა მოიცავს M&A ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სამართლებრივ მომსახურებას, გარიგების სტრატეგიის შემუშავებისა და სტრუქტურის დაგეგმვის პროცესიდან დაწყებული, გარიგების წარმატებულად დახურვის ჩათვლით. 

ჩვენი კორპორატიული პრაქტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს სამართლებრივი დასკვნის (Legal Due Diligence) შემუშავება, რომლის მიზანია, მოახდინოს ყველა შესაძლო სამართლებრივი რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება და დაზღვევა, გარიგების დადებამდე და აღსრულების პროცესში. 

BLB-ის გუნდი გთავაზობთ წარმომადგენლობას საგადასახადო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი კონსულტირებას გასწევს სხვადასხვა გარიგებებთან დაკავშირებულ საგადასახადო რისკებსა და ასეთი რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით.

BLB-ის გამოცდილი იურისტები მზად არიან დაიცვან თქვენი უფლებები საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ დავებში, როგორც მარეგულირებელ სახელისუფლებო ორგანოებში, ასევე საერთო სასამართლოებში. BLB-ის გუნდს აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლობის ფართე გამოცდილება საგადასახადო დავებში.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • ადმინისტრაციული საჩივრის მომზადება;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • წარმომადგენლობა სამივე ინსტანციის სასამართლოში.

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს სამართლებრივ მომსახურებას არბიტრაჟთან დაკავშირებულ ფართე სპექტრის საკითხებზე.

ჩვენი გუნდის მომსახურება მოიცავს:

  • საარბიტრაჟო ინსტიტუტისა და მარეგულირებელი სამართლის შერჩევის შესახებ კონსულტაციას;
  • საარბიტრაჟო შეთანხმების/დათქმის ფორმირებას;
  • საარბიტრაჟო დავის პერსპექტივის ანალიზს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასების საშუალებით;
  • საარბიტრაჟო დავის ინიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და დავის ინიცირებას;
  • საარბიტრაჟო დავის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციას და ასეთი ღონისძიებების ინიცირებას;
  • საარბიტრაჟო დავაში საპასუხო სტრატეგიის განსაზღვრასა და პოზიციის მომზადებას;
  • საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივ მხარდაჭერას;
  • საარბიტრაჟო დავისათვის ქართული სამართლის საკითხებთან დაკავშირებით საექსპერტო მოსაზრებების/დასკვნების მომზადებას.

BLB-ის გუნდს აქვს სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიებში დავების საარბიტრაჟო წარმოების გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენს გუნდს აძლიერებენ იურისტები, რომლებიც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ წევრებს წარმოადგენენ.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში BLB გთავაზობთ ყოვლისმომცველ სამართლებრივ მხარდაჭერას. ჩვენს გუნდს ამ მიმართულებით კომპლექსური ცოდნა და გამოცდილება გააჩნია.

BLB-ის გუნდი მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებებზე სამართლებრივ აუდიტს;
  • სამართლებრივ კონსულტაციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი ფორმის გარიგებაზე, მათ შორის ნასყიდობა, პრივატიზება, იჯარა, ქირავნობა, უძრავი ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების ხელშეკრულებები;
  • სამართლებრივ მხარდაჭერას უძრავ ქონებაში ინვესტირების პროექტებზე;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებში წარმომადგენლობას.

BLB გთავაზობთ მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მხარდაჭერას პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, პროექტის გეგმარებიდან დასრულებამდე სრულ პერიოდზე. ჩვენს იურიდიულ გუნდს ფართე გამოცდილება აქვს სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებულ დავებზე.

BLB მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

  • სამშენებლო კონტრაქტების მოლაპარაკებასა და მომზადებაში სამართლებრივ მხარდაჭერას;
  • სამშენებლო ნებართვების მოპოვებაში სამართლებრივ მხარდაჭერას, მარეგულირებლებთან სამართლებრივ წარმომადგენლობას;
  • კომპლექსურ სამშენებლო პროექტებში სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის გარიგებების სტრუქტურირებას;
  • სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებულ შრომის სამართლებრივ საკითხებზე მხარდაჭერას;
  • სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით ფინანსირების საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციას, შესაბამისი გარიგებების ფორმირებას;
  • სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებულ დავებში წარმომადგენლობას.

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს წარმომადგენლობას მედიაციაში, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე.

BLB კლიენტებს მხარდაჭერას უწევს:

  • მედიატორის არჩევის პროცესში;
  • მედიაციის სტრატეგიის განსაზღვრაში;
  • მედიაციის ეფექტურად ორგანიზებასა და წარმართვაში.

ჩვენს გუნდს აქვს საერთაშორისო მედიაციაში წარმომადგენლობის უნიკალური გამოცდილება და შესაძლებლობა ნებისმიერ ინდუსტრიაში მოახდინოს კლიენტის ინტერესის პოზიციონირება გამარჯვებისკენ.

BLB-ის გუნდს მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და მსესხებლების წარმომადგენლობის ფართე გამოცდილება აქვს. ჩვენს კლიენტებს სხვადასხვა დროს წარმოადგენდნენ ისეთი მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა U.S. International Development Finance Corporation, European Bank for Reconstruction and Development, WorldBusiness Capital, KfW ჯგუფის წევრი German Investment Corporation, Dutch Entrepreneurial Development Bank.

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე იმ გარიგებების ჯამური ღირებულება, რომელშიც ჩვენი გუნდი სამართლებრივ მხარდაჭერას წევდა 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • გარიგების სტრუქტურირებაში სამართლებრივ მხარდაჭერას;
  • უცხოური სამართლით მართული ფინანსირების ხელშეკრულების მისადაგებას ქართული სამართლის ძირითადი პრინციპებისათვის და მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფას;
  • პროექტის სამართლებრივ აუდიტს;
  • მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების სტრუქტურირებას, შეთანხმებასა და რეგისტრაციას საქართველოს მარეგისტრირებელ ორგანოებში;
  • პროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნების გაცემას.

BLB მისი მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სრული სპექტრის მომსახურებას შრომითი სამართლის მიმართულებით. ამ სფეროში ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიის მეწარმე სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო კორპორაციები, ლოგისტიკური, დეველოპერული, ტურისტული და სხვა სფეროების წარმომადგენელი ადგილობრივი კომპანიები, რომელთაც შრომითი ურთიერთობა ათეულობით პირთან აკავშირებთ. შრომით სამართალში BLB-ის გამოცდილი გუნდი შრომითი სამართლის კუთხით, მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

  • შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის და შრომით-სამართლებრივი კუთხით, ყველა რელევანტური სამართლებრივი დოკუმენტის მომზადებას, რომელიც შესაბამისობაშია ქართულ შრომის კანონმდებლობასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ რეკომენდაციებთან;
  • დასაქმებულის მიმართ გასატარებელი დისციპლინარული ზომების (მაგ.: საყვედური/გაფრთხილების) მაილუსტრირებელი შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;
  • კლიენტისთვის შესაბამისი რჩევების მომზადებას დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესში უშუალოდ ჩართვას;
  • პოტენციური შრომით-სამართლებრივი დავის პერსპექტივის ანალიზს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასების საშუალებით;
  • შრომით-სამართლებრივი დავის მხარესთან მორიგების ფასილიტაციას;
  • სასამართლო დავაში შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრას, საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის (სარჩელის/შესაგებლის) მომზადებას;
  • წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოსა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ ფორუმებში, როგორიცაა მედიაცია და არბიტრაჟი.

შრომითი სამართლის მიმართულებით, ჩვენს გუნდს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი მომსახურება მიმართულია შრომით-სამართლებრივ დავათა მინიმუმამდე დაყვანისკენ, რაც გამოიხატება დავის მხარესთან მორიგების ეფექტიან ფასილიტაციაში, ხოლო სასამართლო დავის შემთხვევაში, BLB ფოკუსირებულია სასამართლო წარმოების მაქსიმალურად ეფექტურად ორგანიზებასა და წარმართვაზე.

შრომით-სამართლებრივი მიმართულებით BLB-ის გუნდის ექსპერტიზის მაღალ დონესა და განსაკუთრებულ პროფესიონალიზმზე მეტყველებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, ჩვენი კლიენტების წინააღმდეგ ინიცირებული შრომითი დავების დაბალი ოდენობა და ამ დავათა უმრავლესობის წარმატებით  დასრულების შემთხვევები.

BLB თავის კლიენტებს სთავაზობს წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

BLB-ის გუნდს გააჩნია სახელმწიფო უწყებებსა და სხვადასხვა მარეგულირებლებთან კლიენტთა წარმომადგენლობის ფართე გამოცდილება.

ჩვენი მომსახურებით დაინტერსებულ კლიენტებს ვთავაზობთ მხარდაჭერას:

  • ადმინისტრაციული ორგანოებისგან ინფორმაციის მოპოვებაში;
  • სანებართვო/სალიცენზიო საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული წარმოებისათვის საჩივრების მომზადებაში;
  • ადმინისტრაციული წარმოების სხდომებზე წარმომადგენლობაში.

ჩვენს გუნდს საბანკო და საფინანსო სფეროში სამართლებრივი კონსულტირების ფართე გამოცდილება აქვს. ამ სფეროში ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ ადგილობრივი და საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სალიზინგო კომპანიები, საინვესტიციო ფირმები და ა.შ.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • კორპორატიული საფინანსო დოკუმენტების შეთანხმებასა და მომზადებაში მხარდაჭერას;
  • საკრედიტო რესურსების, სესხის ხელშეკრულებების მომზადებას;
  • კრედიტორთა შორისი შეთანხმებების მომზადებას;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო აკრედიტივებისა და საბანკო გარანტიების პირობების შეთანხმებასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;
  • საკრედიტო მოთხოვნების შესყიდვებთან დაკავშირებით სამართლებრივ წარმომადგენლობას;
  • პროექტის ფინანსირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას;
  • რესტრუქტურიზაციასა და რეფინანსირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას;
  • სექტორის მარეგულირებელთან წარმომადგენლობას;
  • სამართლებრივი დასკვნების გაცემას სექტორში არსებული ლიცენზია/ნებართვების შესახებ.

BLB სერვისებით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს სთავაზობს იურიდიულ დახმარებას საიმიგრაციო სამართლის კუთხით. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და იურიდიული პრაქტიკის შესახებ, რომლებიც არეგულირებენ საქართველოში უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობას, იმიგრაციას და დეპორტაციას. BLB გთავაზობთ მომსახურებას დროებითი/მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მიღების კუთხით.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • ზოგადი რჩევების მომზადებას საიმიგრაციო საკითხებში;
  • კონსულტაციას საიმიგრაციო საკითხებზე და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრას;
  • საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას;
  • ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებების მომზადებას;
  • სახელმწიფო ორგანოებთან წარმომადგენლობას საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, BLB მზადაა, გაგიწიოთ სრულ-მასშტაბიანი იურიდიული მომსახურება. BLB-ის გუნდი დაკომპლექტებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით სპეციალიზებული იურისტებით, რომლებსაც აქვთ დიდი ოდენობის პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტირების გამოცდილება. ჩვენ გუნდს აქვს ამ მიმართულებით საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ღრმა ცოდნა და ექსპერტიზის მაღალ დონეს სთავაზობს მომსახურებით დაინტერესებულ პირებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის კუთხით, BLB-ის გუნდი მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი, სრული დოკუმენტაციის მომზადებას, რომელიც მოიცავს:
    • პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებას,
    • მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებისა და თანხმობის ფორმების შედგენას,
    • მონაცემთა დამმუშავებლის მიერ დასანერგ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ზომებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას,
    • მონაცემთა დამუშავების შესახებ შესაბამის ხელშეკრულებათა რევიზიას,
    • აუდიო და ვიდეო-მონიტორინგის თაობაზე შესაბამის დოკუმენტთა შედგენას;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წინაშე წარმომადგენლობას;
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის სტრატეგიის დაგეგმვაში მხარდაჭერასა და გადაცემაზე ნებართვის მოპოვების მიზნით პერსონალურ მონაცემთა სამსახურში წარსადგენი აპლიკაციის შედგენას;
  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას;
  • მონაცემთა სუბიექტის საჩივარზე/განცხადებაზე რეაგირების პროცესში უშუალო ჩართულობას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით, ჩვენი გუნდის გამოცდილებასა და მომსახურების მაღალ ხარისხზე მეტყველებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წინაშე BLB-ის მიერ კლიენტების ეფექტიანი წარმომადგენლობა არაერთ საქმეზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა.

BLB-ის გამოცდილი გუნდი თავის კლიენტებს დახმარებას უწევს მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ კომპლექსურ გარიგებებზე. ჩვენი იურისტები კლიენტებს ურჩევენ გარიგების სტრუქტურირების სხვადასხვა გზებზე, ათანხმებენ გარიგების არსებით პირობებს და ადგენენ მაღალი სირთულის ხელშეკრულებებს. ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით შეიმუშაონ სწორი სტრატეგია მოლაპარაკებებში, რათა გაიზარდოს მათი გავლენა გარიგების პირობების შეთანხმების პროცესზე.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • მოლაპარაკებებში წარმომადგენლობას;
  • გარიგების გაფორმებისათვის აუცილებელი კორპორატიული თანხმობების, ლიცენზია/ნებართვების მოპოვებაში სამართლებრივ მხარდაჭერას;
  • გარიგების მხარის ან საგნის შესახებ დეტალური სამართლებრივი აუდიტის წარმოებას;
  • გარიგების ფინანსირების წყაროებისა და საშუალებების იდენტიფიცირებაში დახმარებას;
  • ბიზნეს ინდუსტრიის მარეგულირებლებთან წარმომადგენლობას;
  • გარიგების დასრულების შემდგომი გამოწვევების გადალახვაში სამართლებრივ მხარდაჭერას.

BLB-ის გუნდი სპეციალიზებულია საზღვაო სამართალში. ჩვენ გუნდს მრავალწლიანი პრაქტიკა დაუგროვდა ინდუსტრიაში მოწინავე საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიების მომსახურებისას. წარმატების მდიდარი მემკვიდრეობითა და სრულყოფილებისადმი ერთგულებით, ჩვენი იურიდიული ფირმა მზადაა დაინტერესებულ პირებს მოემსახუროს საზღვაო სამართალთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.

BLB-ის მომსახურებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ:

  • საზღვაო და ლოგისტიკური ხელშეკრულებების მომზადება;
  • მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;
  • გემების შეძენა და რეგისტრაცია;
  • ტვირთების საზღვაო გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია.

BLB-ის გუნდს კონკურენციის სამართლის საკითხებზე ფართე გამოცდილება გააჩნია, რომელიც მათ შორის მოიცავს წარმომადგენლობას საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ურთიერთობაში, აგრეთვე წარმომადგენლობას კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ დავებში.

BLB მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

  • სამართლებრივ კონსულტაციებს მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და რისკების მართვის მიმართულებით;
  • კონსულტაციებს შერწყმასთან, კონცენტრაციის სხვა ფორმებთან დაკავშირებით კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის შესახებ;
  • კონკურენციის სამართლის დარღვევის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებულ სამართლებრივ კონსულტაციებს და წარმომადგენლობას სხვადასხვა მხარეებსა თუ კონკურენციის სააგენტოსთან;
  • კონკურენციის სააგენტოში საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ კონსულტაციებსა და წარმომადგენლობას;
  • კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის ფარგლებში დაინტერესებული პირების თუ მოკვლევის ობიექტის წარმომადგენლობას და შესაბამისი პირების ინტერესების დაცვას ამ პროცესში;
  • კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში წარმომადგენლობას.

BLB-ის ჰყავს იურისტები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან ინტელექტუალური საკუთრების  სამართალში და უზრუნველყოფენ იურიდიული სერვისების ფართო სპექტრს დაინტერესებული პირებისათვის. ჩვენი მომსახურება მიზნად ისახავს ინდივიდების, ბიზნესისა და ორგანიზაციების ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და აღსრულებას.

BLB მომსახურებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

  • პატენტის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კონსულტაციას;
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კონსულტაციას;
  • საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ კონსულტაციას;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული გარიგებების მოლაპარაკებასა და მომზადებაში სამართლებრივ მხარდაჭერას;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლების აღსრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის წარმომადგენლობას დავებში.