Contributing our knowledge and expertise Pro Bono

BLB-ს გუნდი მუდმივად ახდენს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების კონტრიბუციას, პრო ბონო მომსახურების გასაწევად

BLB ალექსანდრე ქართველის ასოციაციას მისი დაარსების დღიდან უწევს პრო ბონო მომსახურებას. ალექსანდრე ქართველის ასოციაცია დააფუძნეს ამერიკის მოქალაქეებმა რიჩარდ რუბინმა და სტეფენ ჯონსონმა, ამერიკულმა კორპორაციამ შპს „ავიეიშენ მედიამ“ და საქართველოს მოქალაქე რამაზ ბლუაშვილმა.

ასოციაციის ძირითადი ამოცანაა ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მიღწევების პოპულარიზაცია. ალექსანდრე ქართველი (ალექსანდრე ქართველიშვილი) იყო ქართველი გავლენიანი ავიაინჟინერი, პიონერი ამერიკის ავიაციის ისტორიაში და ახალი ტექნოლოგიების ინოვატორი. ასოციაცია მიზნად ისახავს კორპორაციული სპონსორების, მხარდამჭერებისა და ენთუზიასტების საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომლებიც გატაცებულნი არიან ავიაციით და მიზნად ისახავენ, წარმოაჩინონ გამორჩეული ქართველი ინოვატორის ალექსანდრე ქართველიშვილის ისტორია, რომელმაც შექმნა თანამედროვე საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიები და რომლის წვლილი ავიაციის მეცნიერებასა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში განუზომელია.