Menu
იურისტი
dateshidze@blb.ge
ნიკო დათეშიძე ჩვენს გუნდს 2021 წელს შემოუერთდა იურისტის პოზიციაზე.
BLB-ში დასაქმებამდე მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ის თავდაპირველად მუშაობდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ხოლო შემდეგ ანალიტიკურ განყოფილებაში. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ნიკო აქტიურად იყო ჩართული გადაწყვეტილებათა პროექტებზე მუშაობის პროცესში და უშუალო შემხებლობა ჰქონდა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან. ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლების ცენტრში მუშაობისას, მის მოვალეობებში შედიოდა ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება უზენაესი სასამართლოსა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებისთვის, როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების თვალსაზრისით. ნიკო ასევე წარმოადგენს ევროპის საბჭოს ეგიდით გამოცემული არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის თანაავტორს, რომლებიც ეხება ისეთ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაცია სახელმწიფოებრივ დონეზე და საერთაშორისო სასამართლოთა გადაწყვეტილებების აღსრულება ეროვნულ პრაქტიკაში.
საჯარო სამსახურის გარდა, ნიკოს აქვს აგრეთვე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მან სტაჟირება გაიარა საქართველოში მოქმედ პრესტიჟულ იურიდიულ კომპანიებში, მათ შორის კორძაძის საადვოკატო ბიუროში, სადაც კერძო სამართლის მიმართულებით ღირებული გამოცდილება შეიძინა.
საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში ნიკო მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებო აქტივობაში. მან პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთვის ორგანიზებულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში და აგრეთვე, მიიღო საუკეთესო ნაშრომისთვის განკუთვნილი სერტიფიკატი უნივერსიტეტის საჯარო სამართლის კონფერენციაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისას, ნიკომ მოიპოვა იმიტირებული პროცესის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, ხოლო ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის ფარგლებში, ის დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით გამორჩეული აქტიურობისთვის. გარდა ამისა, ნიკომ წარჩინებით დაასრულა Matra-ს კანონის უზენაესობის 1-თვიანი პროგრამა მედიის თავისუფლების მიმართულებით, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს ჰელსინკის კომიტეტისა და ლეიდენის უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით გაიმართა.
პრაქტიკა
სასამართლო დავების წარმოება
ადამიანის უფლებათა სამართალი
შრომის სამართალი
ადმინისტრაციული სამართალი
ინტელექტუალური სამართალი
მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021
ბაკალავრის ხარისხი სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018
საიტის რუკა
სასარგებლო ბმულები